მთავარისიახლეებიკონფლიქტებიუკრაინამ რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის ამერიკული იარაღის გამოყენების უფლება მიიღო - კიტ კელოგი

უკრაინამ რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის ამერიკული იარაღის გამოყენების უფლება მიიღო – კიტ კელოგი

Published on

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინას უფლება მისცა, რუსეთის შიდა ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს. ამის შესახებ განცხადება უკრაინაში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა “ფოქს ნიუსის” ეთერში გააკეთა.

“გამოიყენეთ შესაძლებლობა შორ მანძილზე დარტყმების განსახორციელებლად, არავითარი თავშესაფარი არ არსებობს” – ამბობს გენერალი კელოგი.

რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა. ჯეი დი ვენსი ამბობს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთი უარს ამბობს როგორც უკრაინასთან ორმხრივ შეხვედრებზე, ასევე სამმხრივ მოლაპარაკებებზე ამერიკელების მონაწილეობით.

ვენსმა ასევე განაცხადა, რომ შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინისთვის “ტომაჰავკის” ტიპის რაკეტების გადაცემას განიხილავს. აღნიშნული თანამედროვე რაკეტების მოქმედების მანძილი დაახლოებით 1,600 კილომეტრია.

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...