მთავარისიახლეებიგერმანიის ელჩის შემდეგ, ივანიშვილის საგარეო სამინისტრომ დიდი ბრიტანეთის ელჩიც დაიბარა

გერმანიის ელჩის შემდეგ, ივანიშვილის საგარეო სამინისტრომ დიდი ბრიტანეთის ელჩიც დაიბარა

Published on

გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის შემდეგ ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდიც დაიბარა. ელჩის საგარეო უწყების შენობაში შესვლის კადრებს სამთავრობო რუსთავი 2 ავრცელებს.

გუშინ საგარეო სამინისტროში მივიდა პეტერ ფიშერიც. უწყების ცნობით, ფიშერს განემარტა, რომ ვენის კონვენციის შესაბამისად, რომ “აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში”.

“შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას” – ნათქვამია ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის უწყებაში დაბარებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

სიახლეები

ევროკავშირი უმადურია – შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირს "უმადურობაში" ადანაშუალებს - პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ყულევთან დაკავშირებით ისაუბრა - თქვა,...

გარდაიცვალა ჩვილი, რომელიც სანიტარმა საპირფარეშოში გააჩინა და მისი მოკვლა სცადა – კლინიკა

ახალშობილი, რომელიც სანიტარმა საპირფარეშოში გააჩინა, გარდაიცვალა. კლინიკა მედინას ინფორმაციით, ინტენსიური ბრძოლის მიუხედავად ბავშვის გადარჩენა...

თქვენი ბოროტი საქციელის გამო, ვერ დავემშვიდობე ჩემს პატრიარქს და ვერ გავაცილე უკანასკნელ გზაზე – პაატა ბურჭულაძე

თუ თქვენი მიზანი იყო ჩემთვის ტკივილის მოყენება, გილოცავთ, თქვენ ამას მიაღწიეთ - ამ სიტყვებით...

NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებაც არის საუბარი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ალიანსის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოც არის ნახსენები. ანგარიშის მიხედვით,...