მთავარისიახლეებისაზოგადოებათესალონიკში მოქმედმა საკვირაო სკოლამ გიორგი კეკელიძისგან 200 წიგნი საჩუქრად მიიღო

თესალონიკში მოქმედმა საკვირაო სკოლამ გიორგი კეკელიძისგან 200 წიგნი საჩუქრად მიიღო

Published on

20 სექტემბერს, საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკში მოქმედი ქართულ-ბერძნული დიასპორული ასოციაციის „თერგის“ (ხელმძღვანელი ია ხუროშვილი) ბაზაზე არსებული საკვირაო სკოლის „მერცხალის“ ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ახალი სასწავლო წლის დაწყებას მიეძღვნა და მას საბერძნეთში საქართველოს გენერალური კონსულიც დაესწრო.
საკვირაო სკოლაში გაიხსნა ქართული ბიბლიოთეკა, რომელსაც “ბიბლუსის“ შემოქმედებითმა დირექტორმა და „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ თავმჯდომარემ, გიორგი კეკელიძემ 200 ცალი ქართული წიგნი საჩუქრად გადასცა.
ღონისძებას აგრეთვე ესწრებოდნენ თესალონიკის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, პროტოპრესვიტერი გიორგი მათურელი, ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, თესალონიკში მცხოვრები ქართველი პოეტები და საქართველოს მოქალაქეები.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...