მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ ყაველაშვილსა და დონალდ ტრამპს შორის კომუნიკაცია შედგა - ტალიაშვილი

მიხეილ ყაველაშვილსა და დონალდ ტრამპს შორის კომუნიკაცია შედგა – ტალიაშვილი

Published on

საქართველოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მიწვევით დაესწრო ოფიციალურ მიღებას. ეს ღონისძიება გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტის და პირველი ლედის სახელით, აღსანიშნავია, რომ მიღების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა საზეიმო შეხვედრა, კომუნიკაცია გამართა დონალდ ტრამპთან, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.

ელჩის თქმით, მიხეილ ყაველაშვილს ასევე კომუნიკაცია ჰქონდა მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერთან.

„მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ამ ოფიციალური მიღების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა აშშ-ის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებს. ეს კომუნიკაცია იყო მეგობრული, პოზიტიური გზავნილებით.

ოფიციალური მიღების ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტმა მიმართა დამსწრე საზოგადოებას. ამ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერები. ასევე, მათთან იყო კომუნიკაცია და ინტერაქცია“, – განაცხადა ელჩმა.

მიხეილ ყაველაშვილი ნიუ იორკში 21 სექტემბერს გაეგმზავრა.

სიახლეები

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...

ტაგანროგი ორი საათის განმავლობაში ზანზარებდა – უკრაინული შეტევები მასირებული ხდება

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინულმა დრონებმა მასობრივი იერიში მიიტანეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების...