მთავარისიახლეებისაზოგადოებაბრძოლა, რომელშიც შესული ვართ, ივანიშვილისთვის განწირულია - ბერძენიშვილი

ბრძოლა, რომელშიც შესული ვართ, ივანიშვილისთვის განწირულია – ბერძენიშვილი

Published on

პროფესორი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გავა. მისი თქმით, აქციაზე მივლენ ის ადამიანებიც, რომლებიც აქამდე არასოდეს ყოფილან და პროცესის მასშტაბი სტიქიურ სახეს მიიღებს. ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ბრძოლას უკვე წაგებული აქვს, ხოლო დაკავებული ახალგაზრდები ქვეყნის მომავალი პოლიტიკური ელიტაა.

4 ოქტომბერს შეიკრიბება ძალიან დიდი რაოდენობის ქართველი ხალხი. იმიტომ, რომ ისეთები ამბობენ, რომ წასვლას აპირებენ, რომლებიც საერთოდ ნამყოფი არ არიან. უზარმაზარი რაოდენობის ხალხი უარს ეუბნება თავის ხელისუფლებას იმ მომენტში, როცა ხელისუფლება საკუთარ თავს ებრძვის, იჭერს საკუთარ მინისტრებს და ეს პროცესი მიმდინარეობის მხოლოდ დასაწყისია. მრავალი ასეული კაცი ქუჩაში ესაა სტიქია, ესაა როგორ სპირალი. რა შედეგები მოჰყვება, ცუნამი იქნება თუ არ იქნება, დაემხობა ხელისუფლება იმ დღესვე თუ მოემზადება დასამხობად, ერთი რამ შემიძლია, გითხრათ: ეს ბრძოლა, რომელშიც ჩვენ შესული ვართ, ბიძინა ივანიშვილისთვის განწირულია და ის ახალგაზრდები, რომლებიც მან დააპატიმრა, არის ჩვენი მომავალი პოლიტიკური ელიტა, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

გუშინ სპეცსამსახურებისა და თავდაცვის სამინისტროს გადამდგარმა თანამშრომლებმა სისტემაში დარჩენილ კოლეგებს საგანგებო განცხადებით მიმართეს. საუბარია ექსძალოვნებზე, ვეტერანებზე, რომლებიც ემირაციაში იმყოფებიან.

ვეტერანების თქმით, საქართველო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ ეტაპზეა და აუცილებელია ერთიანობა, რათა ქვეყანას დაეცვას რუსეთის გავლენისგან და უპერსპექტივო მომავლისგან.

მათი განცხადებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას მეორედ გასაბჭოებას უქადის და ამისთვის იყენებს სწორედ იმ ძალოვან სტრუქტურებს, რომლებიც ხშირად უსიტყვოდ ასრულებენ დანაშაულებრივ ბრძანებებს.

მიმართვაში ხაზგასმულია მოწოდება: დარჩენილმა თანამშრომლებმა „გამოეცალონ ბოროტ სისტემას, შეასრულონ ფიცი და ემსახურონ არა ხელისუფლებას, არამედ საქართველოს“.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...