მთავარისიახლეებისაზოგადოება10 ივნისს დაგეგმილი აქცია საშემოდგომო რეპეტიციაა- ლადო პაპავა

10 ივნისს დაგეგმილი აქცია საშემოდგომო რეპეტიციაა- ლადო პაპავა

Published on

ექსპერტ ლადო პაპავას შეფასებით, თბილისში მიმდინარე მოვლენები და 10 ივნისს პარლამენტთან დაგეგმილი აქცია რეპეტიციაა შემოდგომისთვის. როგორც ლადო პაპავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, 10 ივნისის აქციაზე მთელი ერი არ მივა და იქ მხოლოდ ორგანიზატორი პარტიების მხარდამჭერები შეიკრიბებიან.
„ეს არ არის სრული ოპოზიცია, ესაა „ნაციონალური“ ოპოზიცია. ესაა ძირითადად ნამსხვრევებად ქცეული „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა პარტიები. რა თქმა უნდა, ადვილად გამონახეს საერთო ენა. შემოკედლებულია მცირე პარტიებიც, რომლებსაც პარტიები ჰქვია, რადგან დარეგისტრირებული არიან, თორემ არანაირ პარტიას არ წარმოადგენენ, მაგრამ ეს არაა სრული ოპოზიცია. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი არის გენერალური რეპეტიცია შემოდგომისთვის, რომ პრაქტიკაში წაივარჯიშონ. არჩევნები რომ გამოცხადდება და დიდი ალბათობით ალბათ ისევ „ქართული ოცნების“ კანდიდატი მოიგებს და მერე თქვან, რომ არჩევნები გაყალბებულია, ამისთვის ემზადებიან ახლა. ცუდია, რომ ამისთვის იყენებენ მართლა დაზარალებულ ადამიანებს, სარალიძესა და მაჩალიკაშვილს. მათი ტკივილი და ტრაგედია მთელმა ერმა გაიზიარა, მაგრამ მთელი ერი არ მივა 10 ივნისს, იქ მივლენ მხოლოდ ამ პარტიების მხარდამჭერები“, – განაცხადა ლადო პაპავამ. 

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...