მთავარიUncategorizedარასაპატიმრო გირაო 2.000 ლარი - მეგი დიასამიძე დარბაზიდან გაათავისუფლეს

არასაპატიმრო გირაო 2.000 ლარი – მეგი დიასამიძე დარბაზიდან გაათავისუფლეს

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ მეგი დიასამიძეს, რომელსაც თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000 ლარიანი, არასაპატიმრო გირაო შეუფარდა. შესაბამისად, დიასამიძე დარბაზიდან გათავისუფლდა.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურა საპატიმრო გირაოს გამოყენებას – ბრალდებულის მხოლოდ გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლებას ითხოვდა.

რაც შეეხება ფაქტის გარემოებებს, პროკურორ ნინო ჟვანიას თქმით, ბრალდებულმა მეგი დიასამიძემ შავი ფერის საღებავით გააკეთა წარწერა და დააზიანა კახა კალაძის საარჩევნო ორი ბანერი. მისივე ინფორმაციით, თითოეული ბანერის ღირებულება 190 ლარია.

„ბრალდების მხარეს მიგვაჩნია, რომ არსებობს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მოწმეზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხეები. მან დემონსტრაციულად და სხვა ადამიანების დასანახად განზრახ დააზიანა სხვისი ნივთი, რამაც განსაკუთრებული ზიანი გამოიწვია“, – განაცხადა პროკურორმა.

მისი თქმით, მეგი დიასამიძე საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევით გამოირჩევა და მიდრეკილია მსგავსი დანაშაულის ჩადენისკენ.

„მიგვაჩნია მიზანშეწონილად საპატიმრო გირაოს გამოყენება 2 000 ლარის ოდენობით, მის სრულ გადახდამდე, თანხის გადახდისთვის კი მას 20 დღე განესაზღვროს“, – განაცხადა პროკურორმა ნინო ჟვანიამ.

აღნიშნული შუამდგომლობა არ გაიზიარა დაცვის მხარემ. ადვოკატმა აიჰან ჰასანლიმ, რომელიც სხვა რამდენიმე ადვოკატთან ერთად იცავს დიასამიძეს, სხდომაზე განაცხადა, რომ წარწერა გაკეთებიდან მალევე წაიშალა ბანერიდან და შესაბამისად, გაუგებარია, რა ტიპის ზიანის მიყენებაზეა საუბარი. ადვოკატის თქმით, აქედან გამომდინარე, რაიმე ტიპის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, მით უმეტეს პატიმრობის უზრუნველყოფით, საჭიროება არ იდგა.

ადვოკატ შოთა თუთბერიძის თქმით კი, საქმეს პოლიტიკური მოტივაცია აქვს და მიზანი არის ის, რომ დიასამიძემ საპროტესტო აქციებზე არ იაროს.

რაც შეეხება დიასამიძის შემოსავალს, როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, 2 000-ლარიანი გირაოს გადახდა დიასამიძეს დიდ ზიანს მიაყენებს, რადგანაც მას არ აქვს დამატებითი შემოსავალი, ის არის სტუდენტი და თანხას რეპეტიტორობით გამოიმუშავებს. დაცვის მხარემ სასამართლოს მეგი დიასამიძის დარბაზიდან გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლე დავით კურტანიძემ არ დააკმაყოფილა.

„სულ რომ დიასამიძემ აღიაროს, მე გავაკეთე წარწერა შავი პულივიზატორითო, ამ
შემთხვევაშიც კი ვერ ვხედავთ, რომ შინაარსი აქვს ამ პროცესს“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

სიახლეები

თბილისსა და ახალციხეში მკვლელობები მოხდა – მოკლულია ორი ბიზნესმენი

თბილისში, ვაკის კორტებთან, ასევე ახალციხის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები დროში მცირე სხვაობით მოხდა.  როგორც ვაკეში,...

ხვალიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება

2026 წლის 1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი - ამის...

პროევროპული აქციის მონაწილეები ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან

უწყვეტი პროტესტის მე-400 დღეს პროევროპული აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ისევ შეიკრიბებიან. ხალხი ახალ...

გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის – EU წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას შობა-ახალ წელს ულოცავს და მშვიდობას უსურვებს, ასევე, თანადგომას ჰპირდება: „გილოცავთ...