მთავარიUncategorizedარც ეროვნება აქვთ, არც სქესი, არც რელიგია - კობახიძე აქციის მონაწილეებზე

არც ეროვნება აქვთ, არც სქესი, არც რელიგია – კობახიძე აქციის მონაწილეებზე

Published on

ივანიშვილის მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტვ “იმედის” ეთერში ოპოზიციაზე და აქციის მონაწილეებზე საუბრობს და მათ შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელი ტონით მოიხსენიებს. კობახიძის თქმით, “რუსთაველზე 20 კაცი გამოდის და ქვეყნის მთავარ გამზირს კეტავს”, მაგრამ ხელისუფლება ამას მოთმინებით ეკიდება. 

“მაგრამ ერთხელ ესეც უნდა დამთავრდეს, რომ 20 კაცი გამოდის და კეტავს ცენტრალურ გამზირს, აწუხებს მოქალაქეებს”, – თქვა კობახიძემ ეთერში. 

ამავე დროს, აქციის მონაწილეებზე საუბრისას მან განაცხადა:

“თქვენ ხომ ხედავთ რამდენად დასუსტებულია რადიკალური ოპოზიცია. არაფრის რესურსი არ აქვთ, არც არჩევნებში, არც ქუჩაში. საერთოდ არსად. ჯერ ნახეთ რა სახეები გამოდიან, ხომ? აი, შტაბთან მისული ადამიანები. აბსოლუტურად სახე დაკარგული ადამიანები. ყველაფერ წაშლილი ადამიანები. არც ეროვნება, არც რელიგია, არც სქესი, არაფერი არ აქვთ. ყველაფერი დაუკარგეს, წაუშალეს”. 

სიახლეები

ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებს, რუსული იმპორტის შეზღუდვების კომპენსირებისთვის

ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებს, რათა დაეხმაროს რუსული იმპორტის შეზღუდვების კომპენსირებაში - ინფორმაციას Financial...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა - დოკუმენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მიზნობრივი სანქციები...

ტრამპს აღარ სჯერა ბრძოლის ველზე რუსეთის გამარჯვების

ტრამპს აღარ სჯერა ბრძოლის ველზე რუსეთის გამარჯვების | ინფორმაციას Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და...

პარტია იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს – მიხეილ სააკაშვილი

"რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ცვლილებებს - ისინი იქნებიან ძირეული და არა კოსმეტიკური. პარტია...