მთავარისიახლეებისაზოგადოებასანქციები არასოდეს აიძულებს რუსეთს, თავისი პოზიცია შეცვალოს - რუსეთის პასუხი ტრამპს

სანქციები არასოდეს აიძულებს რუსეთს, თავისი პოზიცია შეცვალოს – რუსეთის პასუხი ტრამპს

Published on

კრემლმა უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას მის მზადყოფნაზე, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესოს. ამის შესახებ Sky News წერს.

გამოცემის ცნობით, კრემლში განაცხადეს, რომ „ევროპა და უკრაინა ყველაფერს აკეთებენ, რათა აშშ საკუთარ ორბიტაში ჩაითრიონ“.

ასევე დაამატეს, რომ „სანქციები არასოდეს აიძულებს რუსეთს, თავისი პოზიცია შეცვალოს“.

წინა დღეს ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, იყო თუ არა მზად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეორე ეტაპზე გადასასვლელად, რაზეც მან უპასუხა: „დიახ“.

გარდა ამისა, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა კვირას განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის ზეწოლა მოახდინოს რუსეთის დიქტატორ ვლადიმერ პუტინზე, რათა ის უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაზე დაითანხმონ.

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...