მთავარისიახლეებისაზოგადოებამიწისძვრა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 28 კილომეტრში მოხდა და 5.6 მაგნიტუდა შეადგინა

მიწისძვრა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 28 კილომეტრში მოხდა და 5.6 მაგნიტუდა შეადგინა

Published on

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ ამ დროისთვის განახლებული ინფორმაციით, 5 ივნისს, თბილისის დროით 22:40 საათზე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 28 კილომეტრში 5.6 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. 
 
თავდაპირველად აღნიშნული ცენტრის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძლიერი მიწისძვრა აზერბაიჯანის საზღვრიდან 15 კილომეტრში დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 5.7 მაგნიტუდას შეადგენდა. მოგვიანებით, მიწისძვრის ეპიცენტრთან და სიმძლავრესთან დაკავშირებული განაცხადეს, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროს რაიონში დაფიქსირდა. 
 
ამჟამად ცენტრში განმარტავენ, რომ ჩასწორებული მონაცემები ისევ არ არის საბოლოო, რადგან აზერბაიჯანული მხარისგან მიწისძვრის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ. მათივე თქმით, შესაძლოა მონაცემების მცირე დაკორექტირება კიდევ ერთხელ მოხდეს.
 
ამასთანავე, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით თბილისში მიწისძვრის სიმძლავრემ 3-4 მაგნიტუდა შეადგინა 

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...