მთავარისიახლეებისაქართველოში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი 3 პირი დააკავეს

საქართველოში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი 3 პირი დააკავეს

Published on

საქართველოში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისის და ბათუმის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დაკავებულები არიან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები – ნ.გ. (1978), ო.ქ. (1989) და ო.თ. (1998), რომლებიც სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის იძებნებოდნენ. მათ ბრალად ედებათ ნარკოტიკებით ვაჭრობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხეულის დაზიანება, ცილისწამება და ქურდობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1978 წელს დაბადებული ნ.გ., 1989 წელს დაბადებული ო. ქ. და 1998 წელს დაბადებული ო.თ. დააკავეს.

დაკავებული ო.ქ. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებებით ვაჭრობის ბრალდებით, ხოლო ნ.გ. ძალის გამოყენებით ან მოტყუებით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.

რაც შეეხება ო.თ. – ს, მას თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები, ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებებით ვაჭრობის ან მიწოდების, სხეულის დაზიანების, ცილისწამებისა და ნივთის ქურდობის ბრალდებით ეძებდნენ.

დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ო.ქ. თბილისში, ხოლო ნ.გ. და ო.თ. ბათუმში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს, – ნათქვამია უწყების განცადებაში.

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...