მთავარისიახლეებისამუდამო პატიმრობაც რომ მოგვისაჯოთ, იქაც თავისუფლები ვართ - ჯანო არჩაიას საბოლოო სიტყვა

სამუდამო პატიმრობაც რომ მოგვისაჯოთ, იქაც თავისუფლები ვართ – ჯანო არჩაიას საბოლოო სიტყვა

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს, საბოლოო სიტყვით ჯანო არჩაიამაც ისარგებლა. ნინო გალუსტაშვილი სათათბიროდ უკვე გავიდა, რის შემდეგაც განაჩენს გამოაცხადებს.

“მინდა, დარბაზში მყოფ ადამიანებს მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა ადვოკატებს. ეს არის ცირკი, ვითომ პროკურატურა რაღაცას ამტკიცებს, ხან იმას მოედებიან, ხან ამას, ხავსს ეჭიდებიან, მაგრამ ამასაც ვერ აკეთებენ.

აქ იმიტომ მოვდივართ, რომ ერთმანეთს ვამხნევებთ. მადლობა სალომე ზურაბიშვილს თანადგომისთვის, სანამ ეს მთავრობა არ შეიცვლება, თქვენ ჩვენი პრეზიდენტი იქნებით.

მე ვიცავ ჩემს ოჯახს, შვილებს, შვილიშვილებს, მათ და ქვეყნის ევროპულ მომავალს. მინდა, პროკურორებს მივმართო – 90-იან წლებში ფორმიანებს ძაღლებს ვეძახდით, დღეს ძაღლებიც აღარ ხართ.

სამუდამო პატიმრობაც რომ მოგვისაჯოთ, იქაც თავისუფლები ვართ, იქიდანაც ვიბრძოლებთ და იქიდანაც დაგამარცხებთ. მინდა, უფალს მადლობა გადავუხადო, რადგან აქ რომ არ მოვხვედრილიყავი, ალბათ, ჩემი ცხოვრება ისე დასრულდებოდა, რომ ამ საოცარ ადამიანებს ვერ გავიცნობდი, ისინი ჩემი უმცროსი ძმები არიან.ნურაფრის შეგეშინდებათ, არც ციხეა საშიში. სიმართლის მოყვარული ხალხი იქაც კარგად ვართ. ბოლომდე იბრძოლეთ, ქვეყანას ამ ჩაჩნებს ნუ დაუთმობთ” – თქვა ჯანო არჩაიამ.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...