მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტმა გახარიას პარტიიდან ახალი 12 წევრის უფლებამოსილება ცნო

პარლამენტმა გახარიას პარტიიდან ახალი 12 წევრის უფლებამოსილება ცნო

Published on

პარლამენტმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილება ცნო. საუბარია 12 უფლებამოსილება შეწყვეტილი დეპუტატის ადგილმონაცვლის მანდატის ცნობაზე. საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაუჭირეს მხარი.

პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტის გამოკლებული წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის ადგილმონაცვლე არის გელა აბულაძე, ანა ბუჩუკურის ადგილმონაცვლე – ჯემალ ანანიძე, ბექა ლილუაშვილის ადგილმონაცვლე – ქეთევან ბაკარაძე, ბერდია სიჭინავას ადგილმონაცვლე – რუსუდან თევზაძე, თეონა აქუბარდიას ადგილმონაცვლე – მალხაზ თორია, ნათია მეზვრიშვილის ადგილმონაცვლე – შალვა კერესელიძე, ლევან გოგიჩაიშვილის ადგილმონაცვლე – სალომე კობალაძე, გიორგი გახარიას ადგილმონაცვლე – გიგა ფარულავა, ზვიად ძიძიგურის ადგილმონაცვლე – ვიკა ფილფანი, როინ ქოჩორაშვილის ადგილმონაცვლე – გიორგი შარაშიძე, კახა ქემოკლიძის ადგილმონაცვლე – თამარ ხვედელიანი, ხოლო ზაზა თავაძის ადგილმონაცვლე – სოფიო ხორგუანი.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ, 2 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე, სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საფუძვლით შეუწყდათ.

XI მოწვევის პარლამენტში მანდატი ჯამში, პარლამენტის 61 ოპოზიციონერ წევრს შეუწყდა. ოპოზიციამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების კანონიერება, პარლამენტის ლეგიტიმურობა არ ცნო და პარლამენტის წევრობაზე უარი განაცხადა.

პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ სხვა ბარიერგადალახული პოლიტიკური გაერთიანებებისგან განსხვავებით, საარჩევნო სია არ ჩაუხსნია. შესაბამისად, პარლამენტის დღის წესრიგში მათი გამოკლებული წევრების უფლებამონაცვლეთა ცნობის საკითხი დადგა.

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...