მთავარისიახლეებილვოვში უკრაინის ყოფილი პარლამენტის სპიკერი ანდრეი პარუბი მოკლეს

ლვოვში უკრაინის ყოფილი პარლამენტის სპიკერი ანდრეი პარუბი მოკლეს

Published on

30 აგვისტოს ლვოვში უკრაინის ყოფილი პარლამენტის სპიკერი ანდრეი პარუბი მოკლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი კურიერის ფორმაში მივიდა, ჩაფხუტითა და ჩანთით, და რამდენიმე გასროლის შემდეგ ელექტროსკუტერით გაიქცა.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარს „სასტიკი მკვლელობა“ უწოდა და აღნიშნა, რომ უკვე დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი. მისი თქმით, „პირველი ჩვენებები მიღებულია“ და გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.

პარუბი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო უკრაინულ პოლიტიკაში. იგი მონაწილეობდა 2004 წლის „ნარინჯისფერ რევოლუციაში“, 2014 წლის „მაიდნის“ თვითდაცვის ხელმძღვანელი იყო და 2016-2019 წლებში უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერის პოსტს იკავებდა.

ფრანგული გამოცემა Le Monde-ის შეფასებით, პარუბი წარმოადგენდა უკრაინული ნაციონალიზმის ერთ-ერთ სიმბოლოს და პროევროპულ მოძრაობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.

მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება სამხედრო დანაშაულისა და ტერორისტული აქტის მუხლით გრძელდება.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...