მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ყველაფერში მოგყვებით. იცოდე, რომ ჩვენით პრობლემას არ შეგიქმნით. შენ როგორც გადაწყვეტ, ისე...

,,ყველაფერში მოგყვებით. იცოდე, რომ ჩვენით პრობლემას არ შეგიქმნით. შენ როგორც გადაწყვეტ, ისე იქნება” – განუცხადა გიორგი ვაშაძემ ზაზა სარალიძეს მთავრობის ადმინისტრაციაში შესვლის წინ

Published on

ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას შეხვედრასთან დაკავშირებით დათანხმდა და მეუღლესთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში შევიდა. 
 
ზაზა სარალიძესთან ერთად მისი უფლებების დამცველი EMC-ის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შევიდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში ასევე შევიდა მალხაზ მაჩალიკაშვილი თავის ადვოკატთან ერთად. შეხვედრას შს მინისტრიც დაესწრება. ადმინისტრაციაში გიორგი გახარიას მისვლა ზაზა სარალიძემ მოითხოვა.
 
რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ზაზა სარალიძეს მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმართა: 
 
,,ყველაფერში მოგყვებით. პრემიერის მხრიდან პირობების შეცვლა არ არის სწორი, მაგრამ იცოდე, რომ ჩვენით პრობლემას არ შეგიქმნით. შენ როგორც გადაწყვეტ, ისე იქნება. მე მაქვს ყველასთან თხოვნა, რომ ზედმეტად ამ ადამიანზე ფსიქოლოგიურ წნეხს ნუ მოვახდენთ. ეს ორი კაცი დადგება, მოილაპარაკებს და ყველაფერი ისე იქნება,“ – ამ სიტყვებით . როგორც ვაშაძემ მოგვიანებით ჟურნალისტებთან აღნიშნა, პოლიტიკოსები პრემიერთან შეხვედრის თაობაზე არანაირ მოთხოვნებს არ აყენებენ.
 
„რომ არავის ეგონოს, რომ ჩვენ პოლიტიკოსები ჩვენს პოზიციებს ვაყენებთ, გუშინ ზაზამ თვითონ გვითხრა ეს ფორმატი, ამიტომ მოვედი აქ. მინდა ვთქვა, რომ მარტო იმის გამო შეიყვანეს მაჩალიკაშვილი ამ პროცესში, რომ ლაივში ჩავრთეთ და სამარცხვინო ქმედებაზე უარის თქმისკენ მოვუწოდეთ პრემიერს. ჩვენ ვამბობთ, რომ არანაირ მოთხოვნას არ ვაყენებთ, რომ გინდა თუ არა ჩვენ უნდა ვიყოთ. რასაც გადაწყვეტს ის ორი კაცი, ყველაფერი ისე იქნება,“ – განაცხადა ვაშაძემ

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...