მთავარისიახლეებისაზოგადოება"საქართველომ დასავლეთს ზურგი აქცია და რუსეთს დაუახლოვდა" -ლორა კუპერი

“საქართველომ დასავლეთს ზურგი აქცია და რუსეთს დაუახლოვდა” -ლორა კუპერი

Published on

“საქართველომ დასავლეთს ზურგი აქცია და რუსეთს დაუახლოვდა”, – ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე ლორა კუპერი საუბრობს. მისი თქმით, “ოცნების” ხელისუფლებამ უარი თქვა რეფორმებზე, რომლებიც საქართველოს გაძლიერებასა და ევროკავშირში ინტეგრაციას ემსახურებოდა, და ამის ნაცვლად რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობა აირჩია.

კუპერი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე რუსეთისთვის მკაფიო სიგნალის გასაგზავნად.

ჩვენ საქართველოსთან დაკავშირებით მართლაც მძიმე მდგომარეობაში ვართ, იმ რეფორმებისგან უკუსვლით, რომლებიც მიზნად ისახავდა საქართველოს გაძლიერებას, დასავლეთთან კავშირების განმტკიცებას და ევროკავშირისკენ გზის მშენებლობას. ამჟამინდელმა მთავრობამ ამ ყველაფერს ზურგი აქცია. პირიქით, ბევრ საკითხში, [საქართველოს მთავრობა] რუსეთს დაუახლოვდა. ჩემთვის წარმოუდგენელია საქართველოსთან მუშაობის ჩემი პირველივე დღეებიდან, რომ დღეს საქართველოში რუსეთთან ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა იქნებოდა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სუვერენიტეტს მხარი დავუჭიროთ. ეს მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, რომლებიც ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან. მათ უნდა იცოდნენ, რომ აშშ კვლავ მხარს უჭერს მათ სუვერენიტეტს. ასევე, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია რუსეთისთვისაც. არ შეიძლება რუსეთმა იფიქროს, რომ სხვა ქვეყნების ტერიტორიების მიტაცება, მათი დამოუკიდებლად ან რუსეთის ნაწილად გამოცხადება შერჩება. თუ საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით დათმობაზე წავალთ, ეს გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქვამს რუსეთი ჩვენს პოზიციას სხვა ქვეყნებთან დაკავშირებითაც, უკრაინის ან მოლდოვის შემთხვევაში. ეს იზოლირებული შემთხვევა არ არის. ამიტომ, მნიშვნელოვანია სუვერენიტეტის მხარდაჭერა გავაგრძელოთ, – განაცხადა კუპერმა.

სიახლეები

NBC News: ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო გეგმას მხარი დაუჭირა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა რუსეთ-უკრაინას შორის ომის დასრულების მიზნით შემუშავებულ 28-პუნქტიან...

ზურაბ ჯაფარიძემ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი განაცხადა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს ვადაზე ადრე გათავისუფლება შესთავაზეს, რაც კანონით არის გათვალისწინებული,...

აქტივისტმა სისხლის სამართლის კოდექსი დაწვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტის, ბაჩო კუციას პროცესი მიმდინარეობს. მას სახელმწიფო ბრალდება გზის გადაკეტვას...

აშშ-ში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

აშშ-ში ავტოავარიასთან დაკავშირებით, რომელსაც ინდიანას ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი ემსხვერპლა, საქართველოს მოქალაქე - გოდერძი გუჯაბიძე...