მთავარისიახლეებისაზოგადოებამეტროპოლიტენი პარალიზებულია- "ერთობა 2013"-მა სრული შემადგენლობით უვადო გაფიცვა დაიწყო

მეტროპოლიტენი პარალიზებულია- “ერთობა 2013”-მა სრული შემადგენლობით უვადო გაფიცვა დაიწყო

Published on

დედაქალაქში მეტროპოლიტენი არ მუშაობს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს ავტობუსებით გადაადგილებისკენ მოუწოდებს.მეტროს მემანქანეები  ხელფასების 45% პროცენტით გაზრდას ითხოვენ. მეტროს მემანქანეთა განცხადებით, მუშაობას იმ შემთხვევაში განაახლებენ, თუ თბილისის მთავრობა მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.მეტროს მემანქანეები დედაქალაქის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად მზად არიან და მერიის წარმომადგენლებს შეხვედრას სთავაზობენ.მემანქანეთა უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" იცავს. ადვოკატი ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ დედაქალაქის მერიას მოუწევს დათმობაზე წავიდეს.სატრანსპორტო სამსახურის გადაწყვეტილებით დედაქალაქის მოსახლეობას ავტობუსები უფასოდ მოემსახურება. 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...