მთავარისიახლეები"მადლობა ღმერთს, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები გორში შემოვიდნენ-გორის საკრებულოს თავმჯდომარე

“მადლობა ღმერთს, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები გორში შემოვიდნენ-გორის საკრებულოს თავმჯდომარე

Published on

მადლობა ღმერთს, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები გორში შემოვიდნენ, თორემ მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ” – ამის შესახებ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ New York Times-თან განაცხადა და 2008 წლის ომზე ისაუბრა.

New York Times- მა ვრცელი სტატია გამოაქვეყა სათაურით – “როგორ გადავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის ფრონტის წინა ხაზზე”.

[რუსები] აქ მშვიდობისმყოფელებად მოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოიქცნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, წარმოგიდგენიათ? რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის, კიდევ რამხელა ზიანს გამოიწვევდნენ… ეს ყველაფერი მიშას ბრალი იყო, შეგნებულად წავიდა პროვოკაციაზე…” – განაცხადა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ New York Times-თან.

გამოცემა წერს, რომ 90-წუთიანი ინტერვიუს დროს რაზმაძემ მოახერხა მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულება ყველაფერში – ეკლესიაში მრევლის შემცირებიდან დაწყებული მუნიციპალური შადრევნების ხარჯების გადაჭარბებით დამთავრებული.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...