მთავარისიახლეებისაქართველოში ახლა ბნელი ხანაა, ქვეყნის სწრაფვით ავტორიტარიზმისკენ-მაიკლ კარპენტერი

საქართველოში ახლა ბნელი ხანაა, ქვეყნის სწრაფვით ავტორიტარიზმისკენ-მაიკლ კარპენტერი

Published on

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ყოფილი თანაშემწე მაიკლ კარპენტერი აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ახლა ისეთი მყიფეა, როგორც ხანაა. მისი თქმით, საქართველოში ახლა ბნელი ხანაა.

ის ამბობს, რომ რეპრესიული კანონები სამოქალაქო სექტორს ანგრევს, მართვის ავტორიტარული სტილი კი ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე ეღობება.

თეთრი სახლის ყოფილი მაღალჩინოსანი ვაშინგტონში საქართველოს გარეშე გაფორმებული ისტორიული შეთანხმების საკითხსაც ეხმაურება და რეგიონში საქართველოს როლის შესუსტებაზე ლაპარაკობს.

“ვფიქრობ, რომ ტრამპის გზის გახსნა საერთაშორისო კომპანიებს მისცემს საშუალებას დივერსიფიკაცია მოახდინონ იმ გზებს შორის, რომელსაც გამოიყენებენ ვაჭრობისთვის. საქართველო არ იქნება ერთადერთი და წამყვანი არჩევანი. გარდა ამისა, საქართველო თავისი ახლო კავშირებით ირანთან, რუსეთთან და ჩინეთთან ნელ-ნელა ხდება ნაკლებად მნიშვნელოვანი მოთამაშე დასავლეთის ქვეყნებთან ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებში. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ახლა ისეთი მყიფეა, როგორც არასდროს. საქართველოში ახლა ბნელი ხანაა, ქვეყნის სწრაფვით ავტორიტარიზმისკენ. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ახლა ძალიან საკამათოა.

საქართველო ყოველთვის იყო წამყვანი პოლიტიკური სისტემა შავი ზღვისპირეთში, ქვეყანა რომელიც ნელა, მაგრამ მტკიცედ აჩვენებდა თავის ევროატლანტიკურ მისწარაფებას. საქართველოს ევორკავშირში ინტეგრაცია ჯერ კიდევ ორი წლის წინ ძალიან რეალისტური იყო, თუმცა შემდეგ მათ მიიღეს ე.წ. გამჭვირვალეობის კანონი, რიგი სხვა კანონებისა, რომლებმაც გახსნა გზა ოფშორებიდან კორუფციის ლეგალიზებისკენ, ფაქტობრივად დაანგრია სამოქალაქო სექტორი. ყველაფერმა ამან გვაჩვენა რომ საქართველომ გადაუხვია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან.

რაც შეეხება გლობალური ომის პარტიის პროპაგანდას, ის მთლიანად არის შექმნილი ქართლი ოცნების მიერ და ასოცირებულია მასთან. ეს პროპაგანდა ნაწილია იმ დიდი პროპაგანდისა, რომლსი თანახმადაც დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. თუმცა ყველას კარგად ესმის რომ საქართველო მოწყვლადია, როადგან მისი ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული სწორედ რუსეთის მიერ. ეს პროპაგანდა არის ნონსენსი და ტყუილი, თუმცა გათვლილია პოპულაციის იმ ნაწილზე ვისაც ეშინია შესაძლო ახალი კომფლიქტის”, – ამბობს ის.

სიახლეები

ორი დღეა, საბერძნეთში მასობრივ ტყის ხანძრებს ებრძვიან (ვიდეო)

საბერძნეთის რეგიონები მეორე დღეა იწვის – განუწყვეტელი ევაკუაცია მიმდინარეობს პატრასში, ზაკინთოსა და პრევეზაში. ცეცხლი...

უკრაინელებმა 2008 წლის ომში დაჯილდოებული ოსი ბოევიკი მოკლეს

უკრაინელმა მებრძოლებმა ერთ-ერთ ფრონტზე მოკლეს ოსი ბოევიკი არტურ ძასოხოვი, რომლის ცხედარი უკვე ჩავიდა დანიშნულების...

ანასტასია ზინოვკინა პოლიციელს გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს

პროევროპული აქციების დროს დაკავებული ანასტასია ზინოვკინა სკანდალურ ჩვენაბას აძლევს – ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ქალი...

ანა წითლიძეს ვახუშტი მენაბდესთან შეკითხვები, მამისა და ძმის შემდეგ, დედაზეც აქვს

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე ისევ ვახუშტი მენაბდის ოჯახის შესახებ წერს და მამისა და...