მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგრეტა ტუნბერგი ღაზაში მოხვედრას ისევ შეეცდება

გრეტა ტუნბერგი ღაზაში მოხვედრას ისევ შეეცდება

Published on

აქტივისტი გრეტა ტუნბერგი ამბობს, რომ კიდევ ერთ ნავს შეუერთდება, რომელიც “ღაზას უკანონო ბლოკადის გარღვევას” შეეცდება.

ტუნბერგი აცხადებს, რომ 31 აგვისტოს ღაზას მიმართულებით ესპანეთიდან ათეულობით ნავი ერთდროულად დაიძვრება, რომლებიც 4 სექტემბერს ხმელთაშუა ზღვაში სხვა პორტებიდან გამოსულ ნავებს შეხვდებიან. 

ამის პარალელურად გრეტა 44 ქვეყანაში პალესტინის მხარდასაჭერ აქციებს აანონსებს.

“გლობალური სუმუდის ფლოტილია” ასევე მოიცავს ბრაზილიელ აქტივისტ ტიეგო ავილას, რომელიც ადრე ფლოტილიის მცდელობაში მონაწილეობდა.

ცნობისთვის, 9 ივნისს ისრაელმა დააკავა ნავი, რომელიც ისრაელის მიერ შემოღებული საზღვაო ბლოკადის გარღვევასა და ღაზის სექტორში ჩაღწევას ცდილობდა. ნავზე მყოფ 12 პირს შორის შვედი აქტივისტი, გრეტა ტუნბერგი და ფრანგი ევროპარლამენტარი, რიმა ჰასანიც იყვნენ.

ნავი Madleen-ის საზღვაო მისია პროპალესტინური და ანტიისრაელური “თავისუფლების ფლოტილიის კოალიციის” მიერ იყო ორგანიზებული.

Madleen-ის დაკავების შემდეგ, ისრაელმა განაცხადა, რომ ნავზე მყოფი ყველა მგზავრის დეპორტაცია მოხდებოდა.

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...