მთავარისიახლეებიაშშ-მ უკრაინისთვის $322 მილიონის ღირებულების სამხედრო პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-მ უკრაინისთვის $322 მილიონის ღირებულების სამხედრო პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა

Published on

24 ივლისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მან უკრაინისთვის $322 მილიონის ღირებულების სამხედრო პაკეტის გაყიდვა დაამტკიცა, რაც ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და ჯავშანმანქანების მიწოდებას ისახავს მიზნად.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, გაყიდვების შესახებ ინფორმაცია უკვე გადაეცა კონგრესს.

პაკეტი $150 მილიონის ღირებულების ამერიკული ჯავშანმანქანების მიწოდებას, ტექნიკურ მომსახურებაზე, რემონტსა და განახლებას ითვალისწინებს, ხოლო $172 მილიონს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.

ცნობისთვის, 14 ივლისს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ დრამატულად გაზრდის ევროპელი მოკავშირეებისთვის შეიარაღების მიწოდებას, ეს ქვეყნები კი იარაღს შემდგომ უკრაინაში გაგზავნიან.

Axios: ტრამპი უკრაინაში გასაგზავნად პირველ ეტაპზე ევროპას $10 მილიარდის იარაღს მიყიდის

თეთრ სახლში NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ NATO-ს მოკავშირეებს “მილიარდობით დოლარის” ღირებულების მქონე “საუკეთესო” სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის. იარაღის საფასურს კი თავად ევროპული ქვეყნები გადაიხდიან.

ამას გარდა, ტრამპმა რუსეთს 50-დღიანი ვადა მისცა შეთანხმების მისაღწევად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კრემლს 100%-იანი “მეორადი ტარიფებით” დაემუქრა, რაც რუსული ნავთობის შემსყიდველ ისეთ ქვეყნებზე ტარიფების დაწესებას გულისხმობს, როგორებიც არიან ჩინეთი და ინდოეთი.

თავის მხრივ, რუსეთში ტრამპის განცხადებებს “სერიოზული” უწოდეს. კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მათ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებების გასაანალიზებლად დრო “უპირობოდ” სჭირდებათ.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...