მთავარისიახლეებიკონფლიქტებიადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა ბინადრობის მოწმობით კიდევ ერთი წლის მანძილზე ...

ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა ბინადრობის მოწმობით კიდევ ერთი წლის მანძილზე იქნება შესაძლებელი

Published on

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა – ბინადრობის მოწმობითაც იქნება შესაძლებელი მინიმუმ კიდევ ერთი წლის მანძილზე  – გადაწყვეტილება ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო. 
 
სააგენტო „აფსნი რუ -ს'' ცნობით,  შსაბამისი ცვლილება შევიდა „აფხაზეთსა და საქართველოს შორის საზღვრის გადაკვეთის შესახებ დროებითი ღონისძიებების შესახებ“ დადგენილებაში.
 
ამ ცვლილებების თნახმად,  საზღვრის გადაკვეთა შესაძლებელია არა მხოლოდ ე.წ. აფხაზური პასპორტით, არამედ დროებითი დოკუმენტით – ბინადრობის მოწმობით. როგორც დე ფაქტო მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი აცხადებს  დადგენილების გახანგრძლივება ყოველ წელიწადს ხდება , რაც ნიშნავს, რომ იგი კიდევ ერთი წელი დარჩება ძალაში.  
 
ამდენად,  ბინადრობის მოწმობა ჩაანაცვლებს ე.წ. ფორმა  #9 – ს , რომლის მეშვეობით ხდებოდა  მოქალაქეების გადაადგილებას ადმინისტრაციულ საზღვარზე   ბინადრობის მოწმობის  შემოღებამდე.  რაც შეეხება ამ ახალ დოკუმენტის მიღების შესაძლებლობას, , როგორც დავით სანგულია აცხადებს, მოქალაქეებმა დროულად უნდ ამიმართონ საპასპორტო – სავიზო სამსახურს. 
 
რასაკვირველია, მას არაფერი უთქვამს იმაზე, რომ მიმართვები კეთდება, მაგრამ ბინადრობის მოწმობის გაცემა ხშირად ხელოვნურად ჭიანურდება და ვაჭრობის საგნად არის ქცეული. 


 

სიახლეები

მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადაეცა

რეჟიმის პატიმარ ჟურნალისტს, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლეხ...

ენგურჰესიდან წყლის გაშვების შედეგად სოფელი ტყაია დაიტბორა

ენგურჰესიდან წყლის გაშვებამ სოფელ ტყაიაში სახლების დატბორვა გამოიწვია  ინფორმაციას ტყაიას ადმინისტრაციული ერთეული ავრცელებს და...

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...