მთავარისიახლეებიკონფლიქტებიუკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე კიევში, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა

უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე კიევში, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა

Published on

უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი, SBU-ს თანამშრომელი, უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი, 55 წლის ვანო ნადირაძე დაიღუპა.

მისი მეგობრების თქმით, ის ოფისიდან გასული იყო და კიევში, პროტასივ იარის ქუჩაზე იმყოფებოდა, როცა თავი შეუძლოდ იგრძნო და პირადი მიმოწერით დახმარება ითხოვა (“ძალიან ცუდად ვარ და მომხედეთ”), შემდეგი მესიჯით კი მისი ადგილმდებარეობა გააზიარა და დაწერა: “სასწრაფო გამოიძახეთ”.

მეგობრებმა სასწრაფო დახმარება ოპერატიულად გაგზავნეს აღნიშნულ ლოკაციაზე, რომელიც მათგან 15 კილომეტრით იყო დაშორებული და თავადაც სწრაფად გაემართნენ დანიშნულების ადგილისკენ, თუმცა, ადგილზე მისულებს ვანო ნადირაძე უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

წინასწარი ვერსია გულის შეტევა და მოულოდნელი სიკვდილია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვანო ნადირაძეს, ისევე როგორც უკრაინის სპეციალური ძალების ყველა თანამშრომელს, პერიოდულად უტარდებოდა საფუძვლიანი სამედიცინო შემოწმება, მისი პირადი აღრიცხვის ფურცელზე კი, მეგობრების თქმით, არ არის ჩივილები, რომლებიც შესაძლოა, გულის ტკივილზე მიანიშნებდნენ.

ვანო ნადირაძე ტექნოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, ასევე, ახალბედა მებრძოლებს უტარებდა წვრთნებს ნაღმების აღმოჩენასა და გაუვნებელყოფაში, ჯგუფის წევრებთან ერთად ამზადებდა ნაღმებსა და დრონებს, რომლებსაც შემდგომ საბრძოლო დავალებების შესასრულებლად იყენებდნენ.

ტელერადიოკომპანია “ოდიში”  მწუხარებას გამოთქვამს ვანო ნადირაძის გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს მის დედას, შვილს, ოჯახის სხვა წევრებსა და ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს.

სიახლეები

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...

ბორტზე მომხდარი ინციდენტის გამო Flydubai ისრაელში ფრენებს აჩერებს

"ვფიქრობ, ეს დაუჯერებელი ისტორიაა... მე ვრცლად ვესაუბრე ბიბი ნეთანიაჰუს ამ მოვლენის შესახებ და, როგორც...

EU კანდიდატ ქვეყნებს კონკრეტული პირობებით ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის-POLITICO

გამოცემა POLITICO-ს მიერ მოპოვებული ევროკომისიის წინადადების პროექტის თანახმად, ევროკავშირი ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის იმ ქვეყნებს,...