მთავარისიახლეებისამართალიბავშვის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულ ცოლ-ქმარს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

ბავშვის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულ ცოლ-ქმარს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

Published on

ბავშვის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულ ცოლ-ქმარს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. 
"საქმის მასალებს გადმოგვცემენ პოლიციაში და გამოკითხვებსაც გავეცნობით შესაბამისად. ამ ეტაპისთვის ბრალდებულებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ" , – აღნიშნა ბაჩუკი ყურაშვილმა.
 
აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ ზუგდიდის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ზუგდიდში გუშინ საღამოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მათ არასრულწლოვანი გოგონას მძევლად აყვანას ედავებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულებმა გოგონა ვალის სანაცვლოდ წაიყვანეს. თუმცა ამ მიზეზს მეზობლები კატეგორიულად უარყოფენ. მათი ინფორმაციით, ე.კ-მ და ვ.ა- მ ბავშვი რამდენიმე დღის წინ თათარიშვილის ქუჩაზე არსებული დევნილთა ჩასახლებიდან წამოიყვანეს, თუმცა არა მძევლად აყვანის მოტივით.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ცოლ-ქმარს ბრალად მძევლად ხელში ჩაგდება (სს კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილი) ედებათ. აღნიშნული ქმედება 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს | ამის შესახებ მან ციხიდან გავრცელებულ წერილში დაწერა: "ბატონო...

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის,...

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...