მთავარისიახლეებიკულტურამიხეილ სააკაშვილი ოდესაშია

მიხეილ სააკაშვილი ოდესაშია

Published on

 გუშინ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რიგიდან ოდესაში ჩაფრინდა, იგი ესწრება საქართველოს ფესტივალს , რომელიც 23 – 24 მაისს იმართება ოდესის კინოსტუდიაში.

,,ოდესა – მსოფლიოს ერთ-ერთი  ყველაზე დიდი გამოუყენებელი პოტენციალის მქონე ქალაქია'' – განაცხადა მან უკრაინული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში.

,,ამ დღეებში ოდესის კინოსტუდია პატარა საქართველოდ არის ქცეული – პავილიონებში და ქალაქის სხვა ნაწილებში მიმდინარეობს ქართული ფილმების რეტროსპექტივა ( კინოპროგრამაშია ფილმერბი ,,სურამის ციხე", ,,ნატვრის ხე'', ,,იყო შაშვი მგალობელი", ,,სამანიშვილის დედინაცვალი")  , ქართული ფოლკლორული კოლექტივების გამოსვლები, მოწყობილია ქართველ ოსტატთა მიერ დამზადებული სუვენირების, ნახატების, დეკორატიული სამშვენისების გამოფენა – გაყიდვა. სტუმრებს აქვთ ქართული ეროვნული კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა ხალხური სიმღერებისა და ცეკვები – იუწყება უკრაინის პრესა.

ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული კულტურის საზოგადოება ,,საქართველო"

 

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...