მთავარისიახლეებიპოლიტიკა100 წელი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან- საქართველოში ეროვნული დღესასწაული აღინიშნება

100 წელი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან- საქართველოში ეროვნული დღესასწაული აღინიშნება

Published on

100 წელი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან – ეროვნული დღესასწაული როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მასშტაბურად და განსაკუთრებულად აღინიშნება. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფოების მეთაურები და მაღალი რანგის სტუმრები ეწვივნენ. მათ შორის არიან პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის, სლოვაკეთის, ფინეთისა და სომხეთის პრეზიდენტები. ასევე, ესტონეთის, მოლდოვას, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეები, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბელარუსისა და რუმინეთის ვიცე-პრემიერები, ჩეხეთის სენატის ვიცე-პრეზიდენტი და სხვები. 
 
სპეციალურად ამ დღისთვის, საქართველოს ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებიც ეწვივნენ, მათ შორის: ნოე ჟორდანიას, აკაკი ჩხენკელის, ნოე რამიშვილის, ნოე ხომერიკის, გენერალ გიორგი კვინიტაძის, მამია ბერიშვილის შთამომავლები. ასევე, ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები. მათი ინიციატივით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადაეცემა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჩოხა. 
 
ასევე, 26 მაისს, რუსთაველის თეატრის ფოიეში, საზოგადოებას პირველად წარედგინება გენერალ გიორგი კვინიტაძის აღდგენილი შესამოსელი, მისი ხელნაწერები და ხმოვანი ჩანაწერები. 
 
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, საგანგებოდ ამ დღისთვის საქართველოში ჩამოვიდა ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი.
 
მთელი დღის განმავლობაში როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში გასართობი, კულტურულ-შემეცნებითი და სხვადასხვა სახის აქტივობებია დაგეგმილი. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო სივრცეები. რეგიონებში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება. რუსთაველის გამზირზე განთავსდება სოლიდარობის ფონდის კუთხე, სადაც გაყიდული პროდუქციიდან მიღებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.
 
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულია როგორც სახელმწიფო, ისე, კერძო სექტორი – 100-ზე მეტი სტარტაპერი, ქართული და საერთაშორისო კომპანიები.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...