მთავარისიახლეებიდიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დღეს გამოაცხადებს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დღეს გამოაცხადებს

Published on

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს დღეს, 12 მაისს გამოაცხადებს, ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოცემა kyiv independent-ი წერს, რომ სანქციები რუსეთის მიერ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმას უკავშირდება, რომელზეც დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი 10 მაისს, კიევში ვიზიტის დროს შეთანხმდნენ და რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა.

“[ერები] შეთანხმდნენ, რომ თუ რუსეთი უარს იტყვის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე, მის საბანკო და ენერგეტიკულ სექტორებზე უფრო მკაცრი სანქციები უნდა იქნას გამოყენებული…” – აღნიშნა ხუთმა ევროპელმა ლიდერმა, მათ შორის უკრაინამ, ერთობლივ განცხადებაში.

ცნობისთვის, ზელენსკის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივას პუტინმა საგანგებო განცხადებით უპასუხა და თქვა, რომ ზელენსკის, 15 მაისს, თურქეთში მოლაპარაკებების მაგიდასთან იწვევდა. საპასუხოდ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს თურქეთში პირადად დაელოდებოდა, შეხვედრამდე კი, ორშაბათიდან “ცეცხლის სრულ და ხანგრძლივ შეწყვეტას” ელოდებოდა, რომ დიპლომატიისთვის “მყარი საფუძველი” შექმნილიყო.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი სანქციებს ლონდონში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე გამოაცხადებს.

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...