მთავარისიახლეებისაზოგადოებათემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

Published on

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე – საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ავრცელებს.

ორგანიზაცია ქათამაძის ინტერესებს დაიცავს სტრასბურგის სასამართლოშიც:

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 30 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ და მას ნებაყოფლობით ქვეყნის დასატოვებლად 10-დღიანი ვადა განუსაზღვრა. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩვენთვის ოფიციალურ ზეპირ კომუნიკაციაში მოცემული განმარტებით, აღნიშნული ვადის ათვლა ჯერ არ დაწყებულა და ის მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც სასამართლო მიგრაციის დეპარტამენტის მიერ გაძევების შესახებ მიღებულ აქტზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.

შესაბამისად, ამ ეტაპზე თემურ ქათამაძე კვლავ მიგრაციის დეპარტამენტის დროებით მოთავსების ცენტრში იმყოფება და ელოდება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას.

ეროვნულ დონეზე საქმის წარმოებაში თემურ ქათამაძეს სამართლებრივ მხარდაჭერას, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ორგანიზაცია უწევს.

ადგილობრივ დონეზე სასამართლო დავის დასრულებისა და გაძევების პროცედურების დაწყებისთანავე კი სოციალური სამართლიანობის ცენტრი გეგმავს მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოითხოვოს დროებითი ღონისძიების მექანიზმის გამოყენება, თურქეთში მისი იძულებითი გაძევების პირობებში მოსალოდნელი უფლებების დარღვევის პრევენციის მიზნით. ” ნათქვამია ინფორმაციაში.

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...