მთავარისიახლეებისაზოგადოება"სხვა გამოსავალი არ არის, რეჟიმი დასასანქცირებელია" - სალომე ზურაბიშვილი

“სხვა გამოსავალი არ არის, რეჟიმი დასასანქცირებელია” – სალომე ზურაბიშვილი

Published on

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატაში MEGOBARI აქტის მიღებას “მნიშვნელოვანს” უწოდებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ რეჟიმი დასასანქცირებელია და სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ არსებობს.

მისი თქმით, ამერიკელი მეგობრები კარგად ხედავენ, რომ მოვლენებზე, რაც ქვეყანაში ხდება, პასუხისმგებელი სწორედ “ქართული ოცნებაა”.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ დაუშვებელია ამერიკელების “ომის პარტიად” და “დიფ სთეითად” მოხსენიება.

მეგობარი აქტის მიღება ამერიკაში ძალიან სერიოზული ნაბიჯია. ვერ ვიტყვი, რომ უნდა გვიხაროდეს დღეს იმის გამო, რომ დასანქცირდნენ არა მხოლოდ ის პირები, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში, მაგრამ რეალურად, საქართველოს მიმართ არის ასეთი გადაწყვეტილება. მაგრამ ეს არის ასევე ის, რასაც ჩვენ შევცვლით, როცა შევცვლით რეჟიმს. ეს რეჟიმი დასასანქცირებელია და სხვა გამოსავალი არ არის და ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა ეს იციან, რომ არ შეიძლება, დაუშვან და ეს იყო გამოცხადებული დღეს მათ მიერ, იმ რესპუბლიკელი დეპუტატების მიერ, რომ არ შეიძლება, საქართველოდან ოფიციალური პირები ამერიკას აბრალებდნენ ხან ომის პარტიობას, ხან დიფ სთეითობას და ხან რას და ხან რას. ეს არის მიუღებელი და ეს არის პასუხი ამერიკის, როგორც მეგობრის, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

349 მომხრე, 42- წინააღმდეგი – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტი“ მიიღო.

აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.

სიახლეები

პატიმრობიდან ბადრი ჯაფარიძეც გათავისუფლდა

ძლიერი საქართველოს ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის ციხე დატოვეს. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მათ...

მამუკა ხაზარაძემ რუსთავის ციხე დატოვა

ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთავის ციხე დატოვა. საპატიმროს დატოვებს მისი თანაგუნდელი ბადრი ჯაფარიძეც. ივანიშვილის...

საქართველო 2008 წელს ომის დაწყებას აღიარებს-ე.წ. სამხრეთ ოსეთის მედია

ოკუპირებული ცხინვალის პროპაგანდისტული მედია აქვეყნებს სტატიას, სადაც წერია, რომ "საქართველო აღიარებს 2008 წელს სამხრეთ...

უკრაინაში “აზოვის” 19 წლის მებრძოლი დაიღუპა

დარია ლოპოტინა, საძახისით “დელტა”, რომელიც “აზოვის” სპეციალიზებულ ბრიგადაში იბრძოდა, სლავიანსკის მიმართულებაზე ერთ-ერთი შეტაკების დროს...