მთავარისიახლეებისაზოგადოებასკანდალი ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლის ირგვლივ -მოსწავლეები დირექტორს "ბოლო ზარის" აკრძალვაში ადანაშაულებენ...

სკანდალი ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლის ირგვლივ -მოსწავლეები დირექტორს “ბოლო ზარის” აკრძალვაში ადანაშაულებენ [Video]

Published on

სკანდალი ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლის ირგვლივ გრძელდება. მე-12 კლასელები დირექტორს "ბოლო ზარის" ღონისძიების ჩატარების აკრძალვასა და საკლასო ოთახის ჩაკეტვაში ადანაშაულებენ. მოსწავლეები ყვებიან, რომ დოდო ცქვიტაია მათ ე. წ. "თავისუფალი დასწრების" პერიოდში გაკვეთილებზე არდასწრების გამო გაუნაწყენდა და დაიქადნა, რომ თეთრ პერანგებს სკოლაში არ ააფრიალებინებდა.სკოლის ინციდენტს ადასტურებს აამვე სკოლის მასწავლებელი და მშობელი ნანა ღურწკაია, რომელიც ამბობს, რომ დირექტორი ბოლო ზარის ღონისძიების სკოლაში ჩატარების წინააღმდეგი იყო.საბოლოოდ მე-12 კლასელებმა "ბოლო ზარი" ქალაქგარეთ აღნიშნეს, რადგან დირექტორმა მათ საკლასო ოთახს ბოქლომი დაადო. მოსწავლეების ბრალდებებს უარყოფს თავად დირექტორი. დოდო ცქვიტაიას თქმით, გაბრაზებული იყო იმიტომ, რომ ბავშვები სკოლაში არ დადიოდნენ, თუმცა მათთვის ღონისძიების ჩატარება არ აუკრძალავს. მისი თქმით, პროცესები მართულია.ზუგდიდის რესურსცენტრი მომხდარზე ინფორმირებულია და მიმდინარეობს მოკვლევა.მე-5 საჯარო სკოლის ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ორგანიზაციას სკოლის მოსწავლეები დაუკავშირდნენ. ადგილობრივი ორგანიზაციის იურისტი ჯანო ჭკადუა ამბობს, რომ პირველადი მონაცემებით დირექტორის მხრიდან გადაცდომას აქვს ადგილი.რაც შეეხება რესურცენტრს, კახა ფარცვანია აცხადებს, რომ ფაქტების მოკვლევის შემდეგ ინფორმაციას გაასაჯაროვებენ.
 
 
 
 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...