მთავარისიახლეებიევროკომისიის პრესსპიკერი- EU მზად არის შემდგომი ნაბიჯების გადადგმისთვის, პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ პირებს,...

ევროკომისიის პრესსპიკერი- EU მზად არის შემდგომი ნაბიჯების გადადგმისთვის, პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ პირებს, რომლებიც ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი

Published on

გამოცემა Euroscope-მა ევროკომისიის პრესსამსახურს შეკითხვა გაუგზავნა, რას გულისხმობდა “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი, როდესაც აღნიშნა რომ, შესაძლოა იყოს დრო თბილისში ხელისუფლებასთან ხელახალი ჩართულობის.

პრესსპიკერის პასუხს ამ შეკითხვაზე, გამოცემის დამფუძნებელი, თამარ ნუცუბიძე ავრცელებს:

გაწევრიანებაზე

ევროკავშირის ლიდერებმა მკაფიოდ განაცხადეს, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების არსებული კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და დე ფაქტო მიჰყავს ინტეგრაციის პროცესის შეჩერებისკენ.
ამ ფონზე, ევროკავშირმა შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც მიმართულია არსებული მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნისკენ.

დახმარებაზე

ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირი დახმარება, რომლის ოდენობაც 120 მილიონ ევროს აღემატება; ასევე შეჩერებულია 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი 2024 წლისთვის ევროპის მშვიდობის მხარდაჭერის ინსტრუმენტის მეშვეობით. არ ვგეგმავთ რაიმე სახის მხარდაჭერის ღონისძიების გატარებას 2025 წელს. ევროკავშირი აძლიერებს მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ. სრული 15 მილიონი ევრო გამოიყო სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად უკვე არსებული და დაგეგმილი პროგრამების გარდა, რაც ნიშნავს, რომ სამჯერ იზრდება დაფინანსება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის (5 მილიონიდან 15 მილიონ ევრომდე).

ევროპულმა საბჭომ შეაჩერა უვიზო რეჟიმი ქართველი დიპლომატებისთვის, ოფიციალური პირებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის, რომელთაც აქვთ დიპლომატიური ან ოფიციალური პასპორტი.
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო საკანონმდებლო ინიციატივების გავლენას სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე, ასევე ცვლილებების პროექტებზე, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს ეხება.

პასუხისმგებლობაზე

ევროკავშირი მზად არის შემდგომი ნაბიჯების გადადგმისთვის, პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ პირებს, რომლებიც ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, აქტიურად ეძებოს მიმდინარე კრიზისიდან გამოსავალი, აღადგინოს ნდობა და დიალოგი, რომელიც დაფუძნებული იქნება ნდობის განმტკიცების კონკრეტულ ნაბიჯებზე. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს რეალური და შეუქცევადი ერთგულება ევროკავშირის გზაზე დაბრუნების მიმართ. ეს საჭიროებს ძალადობის შეწყვეტას მოქალაქეების წინააღმდეგ, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლებას, რეპრესიული კანონების შეჩერებას, ვენეციის კომისიასთან კონსულტაციას და შინაარსიან დიალოგში ჩართვას სამოქალაქო საზოგადოებასა და ყველა პოლიტიკურ აქტორთან, არსებული კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად.” ნათქვამია ევროკომისიის პრესსამსახურის განცხადებაში.

სიახლეები

სტუდენტი გოგონების დაკავების გამო მათი უნვერსიტეტელები ორშაბათიდან გაფიცვას იწყებენ

სტუდენტი გოგონების დაკავებამ ქვეყანაში დაწყებული უწყვეტი პროტესტი ახალ საფეხურზე გადაიყვანა - ლიკა ლორთქიფანიძისა და...

FARA ძალაში დღეიდან შედის – ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება

"ოცნების" FARA ძალაში დღეიდან შედის -კანონის მიხედვით, FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება,...

ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში...

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით-ნიკა მელია

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით... ნუ გწყინთ, რომ მოსამართლეს ვერ გიწოდებთ -...