მთავარისიახლეები"რუსეთს მთელი უკრაინის დათმობა მოუწევს. რადგან მას მთელი უკრაინა სურს" -ტრამპი

“რუსეთს მთელი უკრაინის დათმობა მოუწევს. რადგან მას მთელი უკრაინა სურს” -ტრამპი

Published on

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთს, სავარაუდოდ, მთელი უკრაინის ტერიტორიაზე კონტროლის მოპოვება სურს – აშშ-ის პრეზიდენტმა ეს მოსაზრება NBC News-თან ინტერვიუში გამოთქვა.

ტრამპის თქმით, რუსეთს მოუწევს უარი თქვას მთელ უკრაინაზე – „რუსეთს მთელი უკრაინის დათმობა მოუწევს. რადგან რუსეთს მთელი უკრაინა სურს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

“მე რომ არ ჩავრეულიყავი, ისინი ახლა მთელი უკრაინისთვის გააგრძელებდნენ ბრძოლას. რუსეთს მხოლოდ ის ნაწილი არ სჭირდება, რაც ახლა აქვს – მას მთელი უკრაინა სჭირდება” – ამბობს ტრამპი და აღნიშნავს, რომ მას შეუძლია ხელი მოაწეროს სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

“ეს დამოკიდებულია იმაზე, წავა თუ არა რუსეთი მშვიდობის მიღწევის მიმართულებით. ჩვენ გვინდა სამშვიდობო შეთანხმება. ჩვენ გვჯერა, რომ საკმარისად ახლოს ვართ და ბევრ ადამიანს სიკვდილისგან გადავარჩენთ. ჩვენ ასევე ბევრ ფულს დავზოგავთ” – განმარტა ტრამპმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესში შეერთებული შტატები ერთ მხარესთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მეორესთან, თუმცა არ დაუკონკრეტებია რომელთან.

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...