მთავარისიახლეები"უკრაინას არ შეუძლია 9 მაისს, მოსკოვში, მსოფლიო ლიდერებს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს" -...

“უკრაინას არ შეუძლია 9 მაისს, მოსკოვში, მსოფლიო ლიდერებს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს” – ზელენსკიმ უარყო პუტინის შეთავაზება 3-დღიანი ზავის შესახებ

Published on

ზელენსკიმ უარყო პუტინის შეთავაზება 9 მაისს სამდღიანი ზავის შესახებ და დაჟინებით მოითხოვს 30-დღიან ზავს. ამის შესახებ Clash Report წერს.

უკრაინის პრეზიდენტმა ამ წინადადებას თეატრალური წარმოდგენა უწოდა, რომელიც რუსეთის იზოლაციიდან გამოსვლის ატმოსფეროს შექმნას ისახავს მიზნად და დასძინა, რომ უკრაინას არ შეუძლია 9 მაისს მოსკოვში მსოფლიო ლიდერების უსაფრთხოების გარანტია მისცეს. მისი თქმით, 30-დღიანი ზავის მოდელი ყველაზე ოპტიმალურია, რადგან რამდენიმე დღეში რაიმეზე შეთანხმება შეუძლებელია.

“უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ამერიკელების მიერ შემოთავაზებული მოდელია. 30 დღე ვცადოთ. რატომ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა? რადგან სამ, ხუთ, შვიდ დღეში რაიმეზე შეთანხმება შეუძლებელია.

თამაშისთვის იმისათვის, რომ პუტინს 9 მაისს იზოლაციიდან გამოსვლის რბილი ატმოსფერო მივცეთ და ყველამ თავი კომფორტულად, უსაფრთხოდ იგრძნოს. პუტინს ამაში ვერ დაეხმარებიან ის ლიდერები, მეგობრები ან პარტნიორები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით 9 მაისს კრემლის მოედანზე მივლენ. … 7-მდე მოგკლავენ, შემდეგ 7-ში ორი-სამი დღით კომფორტულად მოეწყობიან და შემდეგ 11-ში ისევ რაკეტებით დაგვესხებიან თავს. უბრალოდ, ამაში ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ. უკრაინას არ შეუძლია 9 მაისს მოსკოვში მსოფლიო ლიდერებს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს.”- განაცხადა ზელენსკიმ

 

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...