მთავარისიახლეებიაშშ-მა და უკრაინამ მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

აშშ-მა და უკრაინამ მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

Published on

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს – შესაბამის განცხადებას აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი ავრცელებს:

“30 აპრილს აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, აშშ-ის ხალხის მიერ უკრაინის დაცვისთვის გაწეული მნიშვნელოვანი ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის აღიარების ნიშნად, ეს ეკონომიკური პარტნიორობა ჩვენს ორ ქვეყანას საშუალებას აძლევს, ერთად იმუშაონ და ინვესტირება მოახდინონ, რათა ჩვენი საერთო რესურსით, ნიჭითა და შესაძლებლობებით უკრაინის ეკონომიკური აღდგენა დაჩქარდეს.

[…]

როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, ხელი შეუწყოს ამ უსამართლო და დაუნდობელი ომის დასრულებას. ეს შეთანხმება მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მტკიცედ უჭერს მხარს სამშვიდობო პროცესს, რომელის მიზანიც თავისუფალი, სუვერენული და აყვავებული უკრაინაა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეთანხმებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს უკრაინის ეკონომიკის მინისტრი, იულია სვირიდენკოც:

“უკრაინის მთავრობის სახელით, ხელი მოვაწერე შეთანხმებას რეკონსტრუქციისთვის აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდის შექმნაზე. აშშ-თან ერთად ვაყალიბებთ ფონდს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გლობალურ ინვესტიციებს მოიზიდავს”, – დაწერა მან

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...