მთავარისიახლეებისაზოგადოებაბესელია და დგებუაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო შეძახილებით შეაცილეს

ბესელია და დგებუაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო შეძახილებით შეაცილეს

Published on

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა იწყება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი დგებუაძე დაიკითხება. ის სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მივიდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი გრიგოლ ბესელიაც. ჩვენებას დღეს ისიც მისცემს.

ორივე მათგანის გამოჩენას სასამართლოში შეკრებილი ჟურნალისტების საპროტესტო შეძახილები მოჰყვა – “ცრუ მოწმე”, “დამნაშავეებო”- მიმართეს ბესელიასა და დგებუაძეს ჟურნალისტებმა.

დღევანდელ სხდომას და ზოგადად მზია ამაღლობელის საქმის მიმდინარეობას, მონიტორინგს უწევს “კლუნების ფონდი”.

[ფოტო: მედიაჩეკერი და “აჭარა თაიმსი”]

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...