მთავარისიახლეებიბრენდი "ნატახტარის" მფლობელი ქართული ლიმონათის წარმოებას რუსეთში იწყებს

ბრენდი “ნატახტარის” მფლობელი ქართული ლიმონათის წარმოებას რუსეთში იწყებს

Published on

ლუდსახარში კომპანია AB InBev Efes-მა რუსეთში, ლიმონათის ქართული ბრენდის „ნატახტარის“ წარმოებას იწყებს -ინფორმაციას სახელისუფლებო მედია Tass-ი ავრცელებს.

როგორც AB InBev Efes-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლაი ტიურნიკოვმა თქვა, “ნატახტარის” ლიმონათის წარმოების დაწყება უალკოჰოლო გაზიანი სასმელებზე არსებული მზარდი მოთხოვნითაა განპირობებული.

“რუსულ საწარმოებში “ნატახტარის” წარმოება დავიწყეთ. ეს არის ახალი ეტაპი ჩვენი ლეგენდარული ბრენდების პორტფელის განვითარებაში. 2022 წლიდან უალკოჰოლო გაზიანი სასმელების კატეგორიამ სტაბილური ზრდა აჩვენა: ნატურალური თვალსაზრისით +7%-ზე მეტი მოცულობით და ფულადი თვალსაზრისით +30%. “ნატახტრის” ლოკალიზაცია – სტრატეგიული ნაბიჯია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ პროდუქტი რუსი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, შენარჩუნებული იქნება გემო და ხარისხი”, – თქვა ტიურნიკოვმა.

რუსეთში “ნატახტარის” ლიმონათის წარმოება ივანოვოსა და ომსკის ქარხნებში განხორციელდება; ის წარმოებული იქნება 0.5-ლიტრიან შუშის ბოთლებში, ასევე 1-ლიტრიან და 1.5-ლიტრიან პლასტმასის ბოთლებში. გაიყიდება ლიმონათის 4 გემო: მსხალი, ტარხუნა, საფერავი და ფეიხოა.

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...