მთავარიUncategorizedერთად შევხვდეთ აღდგომის დღესასწაულს! ზუგდიდში აღდგომის ღამეს მორიგი აქცია გაიმართება

ერთად შევხვდეთ აღდგომის დღესასწაულს! ზუგდიდში აღდგომის ღამეს მორიგი აქცია გაიმართება

Published on

ჩვენ უკვე ვიქეცით ერთმანეთის ოჯახის წევრებად, ერთმანეთის ლხინისა და ჭირის გამზიარებლებად. არავინ არის იმაზე ძვირფასი, ვიდრე ადამიანი, რომელსაც ბრძოლისას ხელს ჩაჭიდებ, ზურგს გაუმაგრებ, გაამხნევებ და რომელთან ერთადაც ყოველ დღე იბრძოლებ ქვეყნის გადასარჩენად. 🫂

და არაფერია იმაზე კარგი, მსგავს ძვირფას ადამიანებთან ერთად გაიზიარო მნიშვნელოვანი დღეები. თუნდაც ისეთი, რომელსაც სხვა დროს განსხვავებულად აღვნიშნავდით. ☀️

სწორედ ამიტომ, გელით ჩვენი ბრძოლის ველზე, 19 აპრილის 22:00 საათიდან. ერთად შევხვდეთ ბრწყნივალე აღდგომის დღესასწაულს ადამიანები, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი ქვეყნის ბედი, არც სხვისი ჭირია ღობეს ჩხირი, ვისაც გული არ გიძლებთ სახლში მშვიდად იჯდეთ, როდესაც ათეულობით უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანი ოთხ კედელში ხვდება ქრისტიანული სამყაროსთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს, მათი ოჯახის წევრები კი ქუჩაში, რადგან ჩვენ ვიცით, – “ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი”.

გელით, გავუზიაროთ ერთმანეთს ბრძოლის მოტივაცია, ბოროტებაზე გამარჯვების იმედი, დადებითი ენერგია და ჩვენი საყვარელი სახლური საჭმელი.
ნათქვამია სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სიახლეები

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...