მთავარისიახლეები15-17 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და ნალექიანი ამინდი- სააგენტოს პროგნოზი

15-17 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და ნალექიანი ამინდი- სააგენტოს პროგნოზი

Published on

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15-დან 17 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ნალექიანი ამინდი, ხოლო 17 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება.

დედაქალაქში – ქ. თბილისში 15-16 აპრილს იწვიმებს, 16 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 15-16 აპრილს დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება, 17 აპრილს კი +20 გრადუსამდე დათბება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. 16-17 აპრილს გამოიდარებს და +17,+19 გრადუსამდე დათბება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 15 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება. 16-17 აპრილს გამოიდარებს და +18, +20 გრადუსამდე დათბება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 15-16 აპრილს ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 15-16 აპრილს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 17 აპრილს გამოიდარებს და ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 15-16 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. 16 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +15,+20 გრადუსამდე დათბება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 15-16 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი. 16 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +15,+20 გრადუსამდე დათბება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 15-16 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. 16 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +14,+19 გრადუსამდე დათბება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15-16 აპრილს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +8, +13 გრადუსამდე დათბება.

სიახლეები

ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%,...

საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო...

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...