მთავარისიახლეები"ყოველდღე რუსული დარტყმები, დაღუპული ადამიანები - რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა, ამას...

“ყოველდღე რუსული დარტყმები, დაღუპული ადამიანები – რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა, ამას მთელი მსოფლიო ხედავს” – ზელენსკი კრივი რიჰზე

Published on

“რუსული რაკეტა ჩვეულებრივ ქალაქში. პირდაპირ ქუჩაში, სადაც საცხოვრებელი სახლებია. წინასწარი ინფორმაციით გამოიტენეს ბალისტიკა. ამ დროის მონაცემებით 14 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 6 ბავშვია. ვუსამძიმრებ ოჯახსა და ახლობლებს. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. სულ მცირე 5 სახლია დაზიანებული. ყოველდღე რუსული დარტყმები. ყოველდღე დაღუპული ადამიანები. მხოლოდ ერთი მიზეზია იმისა, რომ ეს ყველაფერი გრძელდება: რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ჩვენ ამას ვხედავთ. მთელი მსოფლიო ხედავს.

ყოველი რაკეტა, ყოველი დრონი ამტკიცებს, რომ რუსეთს მხოლოდ ომი უნდა. მხოლოდ რუსეთზე მსოფლიოს ზეწოლაზე, უკრაინის გაძლიერების ყველა ძალისხმევაზე, ჩვენს საჰაერო თავდაცვით სისტემაზე, ჩვენს ძალაზე – მხოლოდ ამაზეა დამოკიდებული, როდის დასრულდება ომი. ამერიკას, ევროპას, და ყველა დანარჩენს მსოფლიოში – აქვს უნარი, აიძულოს რუსეთს უარი თქვას ომსა და ტერორზე. ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი: მშვიდობა საჭიროა”.

– წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში და კრივი რიჰზე რუსების თავდასხმის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...