მთავარისიახლეები"2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პოლიციამ წამების სასტიკი მეთოდები სისტემურად გამოიყენა" -საერთაშორისო და ადგილობრივი...

“2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პოლიციამ წამების სასტიკი მეთოდები სისტემურად გამოიყენა” -საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიში

Published on

“საიას” ცნობით, წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაცია (OMCT), წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოსთან (IRCT), დამოუკიდებელ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან (IFEG) და ქართული უფლებადამცველი ორგანიზაციების, მათ შორის, საიას, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრისა და ადამიანის უფლებების ცენტრის მხარდაჭერით, 2024 წლის 17-24 დეკემბერს თბილისში ჩაატარა ფაქტების დამდგენი მისია.

ანგარიშში იდენტიფიცირებულია არასათანადო მოპყრობის და უფლებების დარღვევების საგანგაშო ქცევის მოდელები. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, სპეციალური დანიშნულებს რაზმი, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მხარდაჭერით, იყენებდა უკიდურეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ, რაც მოიცავდა ისეთ მეთოდებს, როგორიცაა:

ხანგრძლივი ცემა სახის არეში სპეციალური ხელთათმანით და ფეხით;
ე.წ. „ცემის კორიდორებში“ გატარება;
სტრესულ პოზიციაში მოთავსება;
სამედიცინო დახმარებაზე უარი;
მკვლელობის და სექსუალური ძალადობის მუქარა.
ანგარიშში იდენტიფიცირებულია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებთან დაკავშირებული წამების, არასათანადო მოპყრობის და უფლებების დარღვევების საგანგაშო ქცევის მოდელები. ანგარიშში დოკუმენტირებულია საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული ძალადობრივი ტაქტიკები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც გამოხატვის, შეკრების და მედიის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საპროტესტო აქციების მშვიდობიანი ბუნების მიუხედავად, საპოლიციო ძალები, ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე, რეგულარულად არბევდნენ აქციებს, რისთვისაც ინტენსიურად იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და ნაკლებად ლეტალურ იარაღს, როგორიცაა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, რომელშიც ქიმიური გამაღიზიანებლები იყო შერეული.

სპეციალური დანიშნულებს რაზმი, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მხარდაჭერით, იყენებდა უკიდურეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ, რაც მოიცავდა ისეთ მეთოდებს, როგორიცაა ხანგრძლივი ცემა სახის არეში სპეციალური ხელთათმანით და ფეხით; ე.წ. „ცემის კორიდორებში“ გატარება; სტრესულ პოზიციაში მოთავსება; სამედიცინო დახმარებაზე უარი; მკვლელობის და სექსუალური ძალადობის მუქარა. აღნიშნული ტიპის ძალადობა გამოიყენებოდა განურჩევლად, მათ შორის ბავშვების და შშმ პირების მიმართ.

ანგარიში ხაზს უსვამს, რომ შესწავლილი მტკიცებულებების მიხედვით, წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა იყო სისტემატიური, ხოლო ძალადობაში მონაწილე პოლიციელები აღნიშნულს ქმედებებს ზემდგომთა დავალებით ახორციელებდნენ.

ანგარიში ასევე ყურადღებას ამახვილებს უსაფუძვლო დაკავების პრაქტიკაზე, თავისუფლების და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე, ეფექტიანი გამოძიების არარსებობაზე და რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.

ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს და მისი სპეციალური პროცედურების მიმართ, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიმართ და ეუთოსა და გაეროს წევრი სახელმწიფოების მიმართ. ანგარიში, სხვა რეკომენდაციებთან ერთად, მოუწოდებს მათ:

– მკაცრად და ერთმნიშვნელოვნად დაგმონ წამების და არასათანადო მოპყრობის სისტემატიური პრაქტიკა, პოლიტიკურად მოტივირებული ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი დევნა და სხვა უკანონო ქმედებები;

– გამოიყენონ რეგიონული და საერთაშორისო ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები. მათ შორის, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭომ აქტიური მონიტორინგი გაუწიოს არსებულ სიტუაციას. ასევე, გამოიყენონ ისეთი საგამოძიებო მექანიზმები, როგორიცაა ეუთოს მოსკოვის მექანიზმი;

– დაესწრონ აქციებთან დაკავშირებით დაკავებული ადამიანების პროცესებს, რათა შეაფასონ სასამართლოს დამოუკიდებლობა, გამოხატონ სოლიდარობა და საერთაშორისო ყურადღება მიაპყრონ მათ საქმეებს, რამაც შესაძლოა სახელმწიფოს ხელი ააღებინოს მათი უფლებების დარღვევებზე;

-მხარი დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მედიას, რომლებიც უფლებების დარღვევების დოკუმენტირებაში და ასახვაში, მსხვერპლების რეაბილიტაციაში, სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ დახმარებაში მონაწილეობენ; მკაცრად და ერთმნიშვნელოვნად დაგმონ მათი საქმიანობის ხელის შეშლის მცდელობები, მათ შორის ფიზიკური თავდასხმები, პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და რეპრესიული კანონმდებლობა;

– განიხილონ ტარგეტირებული, ინდივიდუალური სანქციების დაწესება ადამიანის უფლებების დარღვევებში ჩართულ მაღალი თანამდებობის პირებისთვის.” ნათქვამია “საიას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....