მთავარისიახლეები11 მარტს, როდესაც შემომიყვანეს დაწესებულებაში მეც გამაშიშვლეს და ბუქნების კეთებაც მაიძულეს, რის...

11 მარტს, როდესაც შემომიყვანეს დაწესებულებაში მეც გამაშიშვლეს და ბუქნების კეთებაც მაიძულეს, რის შემდეგაც გამატარეს სკანერზე – ჩიკვაიძე

Published on

“ბოლო დღეებია, ვფიქრობდი, მეცნობებინა თუ არა საზოგადოებისთვის ჩემი საპატიმროში ყოფნის ზოგიერთი გარემოება. თუმცა გაირკვა, რომ ღირსების შემლახავი მოქმედებების მსხვერპლი მხოლოდ მე არ ვყოფილვარ, ამიტომაც ჩავთვალე საჭიროდ, ამ განცხადების გაკეთება.
11 მარტს როდესაც შემომიყვანეს ამ დაწესებულებაში მეც გამაშიშვლეს და ბუქნების კეთებაც მაიძულეს, რის შემდეგაც გამატარეს სკანერზე.
რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ ამ ტირანული რეჟიმის მხრიდან თუ როგორ აწამებს პოლიტიკურ ლიდერებსა და თავისუფლებისათვის მებრძოლებს ან დაჭერით ემუქრება არის დანაშაულებრივი და არის რუსული.
ჩემი სოლიდარობა თითოეულ მათგანს!
დღეს ჩემი შიმშილობის მეოცე დღეა და მდგომარეობა საათობრივად მძიმდება, შევნიშნე რომ მგრძნობელობის პრობლემა გაჩნდა მარჯვენა ფეხზეც და ასევე, მხედველობის პრობლემა მარჯვენა თვალზე, თუმცა მიუხედავად ამ გაუსაძლისი მდგომარეობისა ერთი წუთითაც არ ვნანობ მიღებულ გადაწყვეტილებას, რადგან ეს ღირსების საკითხია მითუმეტეს მაშინ, როდესაც ასე დემონსტრაციულად მიმდინარეობს ქვეყნის ღალატი და განადგურება; ამდენი შეურაცხყოფილი გენერალი, დამცირებული ქართული ჯარი, შეგინებული გმირულად დაღუპული მეომრები და ამ ყველაფრის შემხედვარე ქართველი ხალხი.
ხშირად ისმის ფრაზა – ხალხი დაიღალა. ეს ფრაზა ამოიღეთ ხმარებიდან და წარმოიდგინეთ გიორგი ანწუხელიძე, რომელსაც, ჯერ კიდევ ცოცხალს, რუსული ჩექმებით ხერხემალს უმტვრევდნენ; ის კი, მშვიდად, მოწამეობრივად აღესრულა. დარწმუნებული ვარ ამ დროს იგი ფიქრობდა საკუთარ ოჯახზე, ჩვენზე – ქართველ ხალხზე და ჩვენი სახელმწიფოს ღირსებაზე.
შეიძლება არ მოგწონდეთ პოლიტიკოსები, მათი ქმედებები, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ეს ბრძოლა ინდივიდუალურია – ერთი ერთზე – მე და ჩემი ქვეყნის მტერი. სწორედ ასეთი ინდივიდუალური შეგრძნებები ქმნის ერთ დიდ ერთობას, რაც ჩვენი გამარჯვების საწინდარია.
ღმერთმა გაგაძლიეროთ!
საქართველო გაიმარჯვებს!
ძალა ერთობაშია!”

წერს რეჟიმის პატიმარი, ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც მისივე ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...