მთავარისიახლეებიარ დავთმობთ დამოუკიდებლობას! ამ ლოზუნგით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

არ დავთმობთ დამოუკიდებლობას! ამ ლოზუნგით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

Published on

“ყველა ჩვენგანის ხმა 31 მარტს შეიძლება ის ერთადერთი იყოს, რომელიც გადაწყვეტს ჩვენი სახელმწიფოს – საქართველოს ბედს” – თქვა ზვიად გამსახურდიამ მოსახლეობასთან შეხვედრისას 1991 წლის რეფერენდუმამდე რამდენიმე დღით ადრე.
და რამდენინე დღეში კითხვაზე – “თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?” – პასუხად საქართველოს
3 295 493-მა მოქალაქემ უპასუხა “დიახ”.
ამ ისტორიული რეფერენდუმიდან 34 წლის შემდეგ ქართველი ხალხის არჩევანი რუსულმა რეჟიმმა საფრთხის წინაშე ევროპული გზიდან გადახვევით დააყენა.
თუმცა, ქართველი ხალხი ისევ დაუღალავად იცავს 1991 წელს გაკეთებულ არჩევანს. მოქალაქეების უწყვეტი წინააღმდეგობა გრძელდება ყველგან – მარტვილში ერთი ქალის აქციით და რუსთაველზე მრავალათასიანი დემონსტრაციით, ბიზნესების გაფიცვით და თეატრის მანიფესტით, საპატიმროებში მყოფი ხალხის წერილებით და სასამართლოებზე წარმოთქმული სიტყვებით. საზოგადოებრივ მაუწყებელთან საეთერო დროის მოთხოვნით და ზუგდიდის დაუმორჩილებლობით, რომელიც შემდეგ გადამდები გახდა სხვა ადგილებში პროტესტისთვის.
ყველა ეს წინააღმდეგობა ერთიანდება ერთ ხმად, რომელიც ითხოვს:
❗თვითმარქვია მთავრობა უნდა გადადგეს!
❗რეჟიმის ტყვეები უნდა გათავისიფლდნენ!
❗ქართველ ხალხს არჩევანის უფლება უნდა დაუბრუდნეს!
გამოდი 31 მარტს ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან, ერთად დავიცვათ ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რადგან, როგორც რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა თქვა – „თუ იქნება დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველო, სოციალურად დაცული იქნება ჩვენი მრავალეროვანი ოჯახის თითოეული წევრი, დაცული იქნებიან ჩვენი ოჯახები, შვილები, შვილიშვილები“… ნათქვამია განცხადებაში,რომელიც სამოქალაქო სოლიდარობის ფონდმა გავრცელა

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...