მთავარისიახლეებიმზია ამაღლობელი პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს - ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი

მზია ამაღლობელი პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს – ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი

Published on

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ მემორანდუმი გამოაქვეყნა. მემორანდუმს წინ უძღოდა მაიკლ ოფლაჰერტის ვიზიტი საქართველოში 2025 წლის 21-23 იანვარს.

კომისარი აღნიშნავს, რომ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის სარწმუნო ცნობების მიუხედავად, არც ერთი სამართალდამცველი არ იქნა პასუხისგებაში მიცემული მაშინ, როდესაც პროტესტის მონაწილეების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.

კომისარი გამოთქვამს შეშფოთებას შეკრების შესახებ კანონში ბოლო ცვლილებების გამო, რომლებიც არასათანადო შეზღუდვებს უწესებს მომიტინგეებს, აფართოებს სამართალდამცავი უწყებების უფლებამოსილებებს და აწესებს უფრო მკაცრ ჯარიმებს.

კომისარი შეშფოთებულია ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევის გამოც და საუბრობს მზია ამაღლობელის საქმეზე:

“ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები, რათა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლოს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და დაიცვას მისი სამართლიანი სასამართლოსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლებები”, – ნათქვამია დოკუმენტში.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...