მთავარისიახლეებიკულტურადღეს კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა [Video]

Published on

დღეს კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა. 
 
,, მე დავიბადე მსოფლიოს უუმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას. მას ჰქვია სახელად ზანა. მე მომიხდა რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლა ლენინგრადში, კენიგსბერგში, ლაიპციგში, მიუნხენში, პარიზში, ბოლოს ბერლინში. ყველგან და ყოველთვის მე მიხდებოდა გაჯიბრება გერმანელებთან,  ებრაელებთან, პოლონელებთან, ამერიკელებთან და ფრანგებთან. არავის ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: ,,შენ ჰეი, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა!..''
,,ამონარილი ავტობიოგრაფიული რომანიდან ,,ლანდებთან ლაციცი''.
,,ამას წინად პროპაგანდაში ვიყავით. აქ სამი კარდინალისა და დიდძალი საზოგადოების წინაშე ლათინურად წარმოსთქვეს სიტყვა. ორატორი არკვევდა ბოსელში მიიღო ღვთისმშობელმა მარიამმა აღმოსავლეთის სამი მეფე თუ სხვაგან სადმე? ამის შემდეგ ლათინური ლექსები წარმოსთქვეს. 30 სემინარიელი გამოვიდა და ყოველმა მათგანმა თავიანთ ენაზე ლექსი სთქვა. მალაბარულ, ეპიროტულ, თურქულ, მოლდავურ, სპარსულ, კოლხურ, ჰებრაულ, არაბულ, სირიულ, კოპტურ, სარაცინულ სომხურ, ბერძნულ, მადაგასკარულ, ისლანდურ, ეგვიპტურ და ეთიოპურ ენებზე. ეს ლექსები ნაციონალური მეტრით იყვნენ დაწერილი. საზოგადოება იცინოდა, ხარხარებდა ამ უცხო ბგერების გამგონე, ასე რომ ეს სპექტაკლი ფარსად გადაიქცა."
ამონარიდი ბიოგრაფიული რომანიდან – ,,გოეტეს ცხოვრების რომანი".
 
 
"მე სულ მგონია, როცა შენს ახლოს არა ვარ, შენ ჭკვიანად იქნები. მე ერთის მხრით, გული მტკივა, რომ შენი ბავშვობა თავდება, მეორეს მხრით მიხარია, რომ შენ სადაცაა, ყველა ჩემ სურვილს გაიგებ და მალე მხარში ამომიდგები. ალბათ შენთვის დამიწერია, თუ მითარგმნია, მე ჰომეროსის სიტყვები: "ზევსს გეფიცები აგელაი, ზევსს და მამაჩემის ტკივილებს." ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სერიოზულ დროში და აწი, დროა, შენ სერიოზულად ემზადო, რათა შეძლო, გახდე ქვეყნის ღირსეული შვილი. გზაში მე გადავიკითხე შენი საყვარელი მუსიკოსების ბიოგრაფიები. ყველანი უკვე სიყრმიდანვე ემზადებოდნენ დიდი ამბებისათვის. გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწევს რაიმე ზეაღმტაცი ამბებისთვის. ამის გარეშე სხვა ყველაფერი ემსგავსება იმ საცოდავ და უშინაარსო ცხოვრებას, რასაც ეწევიან ხოლმე მცენარეები და ცხოველები. თუნდაც ჩემი გამწარებული ცხოვრებაც რომ აიღო, მე რომ დიდი იდეების მოლაშქრედ არ წარმომედგინა ჩემი თავი, ვეღარ გავუძლებდი იმ ქარიშხლებს, რომელთა გადატანაც ასე თუ ისე შევძელი.''  –  წერილი 16 წლის ზვიად გამსახურდიასადმი.
 

 

სიახლეები

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით,...

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა. „დარტყმა მოხდა მოლდოვას საზღვარზე მდებარე საერთაშორისო...

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...