მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველო "საარჩევნო დემოკრატიების" სიიდან ჩამოქვეითდა და ავტოკრატიების კატეგორიაში გადავიდა

საქართველო “საარჩევნო დემოკრატიების” სიიდან ჩამოქვეითდა და ავტოკრატიების კატეგორიაში გადავიდა

Published on

უკუსვლა დემოკრატიაში-საქართველო “საარჩევნო დემოკრატიების” სიიდან ჩამოქვეითდა და ავტოკრატიების კატეგორიაში გადავიდა.

„ვიდემის” მიერ გამოქვეყნებული კვლევით, რომელიც თავიდან ბოლომდე დემოკრატიის შეფასებას ეხება, საქართველო არც ისე სახარბიელოდაა წარმოდგენილი და მკვლევარებმა დაადგინეს და გამოყვეს 4 ძირითადი კატეგორია, რომლის თანახმად, ქვეყანა ისეთი სახელმწიფოების გვერდით მოხვდა, სადაც კონგო, ერაყი, ირანი და ის სახელმწიფოებია, რომელშიც ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ არაფერი იციან და დემოკრატიულ ღირებულებებს პატივს არ სცემენ.

ანგარიშში პირდაპირაა ნათქვამი, რომ ასეთი მძიმე დემოკრატიული მდგომარეობა საქართველოში არასდროს ყოფილა და ამაზე მეტყველებს, როგორც 26 ოქტომბრის საპარალმენტო არჩევნები, რომელიც ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვნად გაყალბდა და ასევე, ის დარბევები და მუქარები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა.

2024 წელს საარჩევნო პროცესს თან ახლდა გაყალბების ბრალდებები და მასობრივი საპროტესტო აქციები, მთავრობამ პოლიტიკური ოპოზიცია კრიმინალურ ძალებად მოიხსენია, ოპოზიციური პარტიების აკრძალვით დაიმუქრა, საპროტესტო აქციის მონაწილეები და სამოქალაქო საზოგადოების პირები დააკავეს და ბრალი წაუყენეს, და ახალი “უცხოური აგენტების” კანონი წარადგინეს. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ამბობდა, რომ საქართველოს დემოკრატია რისკის წინაშე იყო და რომ ევროკავშირთან ქვეყნის ინტეგრაციას აჩერებდა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიში კიდევ ერთხელ ასახავს იმას, რასაც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა და ამ არჩევნებს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ლეგიტიმაცია ამ დრომდე არ აქვს.

ჩვენ გასულ წელს ძალიან ცუდი ხარისხის არჩევნები ვნახეთ, ჩვენს ქვეყანაში, ეს არ იყო არც დემოკრატიული და არც ხარისხიანი არჩევნები, რაც აისახა იმაზე, რომ ამომრჩევლის ნება თავისუფლად ვერ განხორციელდა. ეს არის იმ ჩატარებული არჩევნების ხარისხის შედეგი, რომ საქართველო ავტორიტარული ქვეყნების გვერდით დადგა, საარჩევნო შეფასებების ნაწილში. ეს ბუნებრივი და ლოგიკური შედეგია იმ ყველაფრის, რაც გასულ წელს არჩევნების დროს ვნახეთ ჩვენ, და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სიმართლეს, რაზედაც ჩვენ, სადამკვირვებლო ორგანიზაციები ვსაუბრობდით, რომ ეს არ იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, – ამბობს ნინო დოლიძე.

„ვიდემის” მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, როგორც ჩანს, “ოცნებისთვის“ არ არის მტკიცებულება იმის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის და დემოკრატიისგან ავტოკრატიისკენ გადაინაცვლა.

“ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე “სისულელეს“ უწოდებს აღნიშნულ ანგარიშს და ამტკიცებს, რომ კორუფციასთან ბრძოლის და დემოკრატიის ინდექსებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც უსწრებენ.

სასაცილოა ავტოკრატია ვინმემ უწოდოს საქართველოს, რომელიც ყველა კვლევით, იქნება ეს ეკონომიკური თავისუფლება, როგორ შეიძლება ავტოკრატიაში ეკონომიკური თავისუფლება იყოს, იქნება ისე კოფურციის დაბალი დონე, როგორ შეიძლება ვიყოთ ლიდერები და ევროკავშირის წევრს ქვეყნებს ვუსწრებდეთ დაბალი მაჩვენებლით, ასევე როგორ შეიძლება სხვა მიმართულებებითაც ვიო ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე წინ, და ვინმემ იძხოს, რომ აქ თითქოს არის ავტოკრატია. არჩევნებს არცერთი ქვეყნის არანაირი აღიარება არ იქნება, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სიახლეები

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...