მთავარისიახლეებისაზოგადოება„თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ შს მინისტრს დანაპირების შესასრულებლად ერთკვირიანი ვადა მისცა

„თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ შს მინისტრს დანაპირების შესასრულებლად ერთკვირიანი ვადა მისცა

Published on

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ შინაგან საქმეთა მინისტრს დანაპირების შესასრულებლად ერთკვირიან ვადას აძლევს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბექა წიქარიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ აქციის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა, ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან, როგორ წავა პროცესები, შაბათს კი გაიმართება ორგანიზებული და უფრო დიდი აქცია. „იცით, რომ ეს ბრძოლა არც დღეს დაგვიწყია და არც ვაპირებთ, რომ ხვალ დავასრულებთ, თუ რა თქმა უნდა არ მივიყვანთ ბოლომდე. ამიტომ, ჩვენი პროტესტი იქნება ყოველთვის ლეგიტიმური. თუკი არ შესრულდება დანაპირები, ჩვენ გავაგრძელებთ ბუნებრივია პროტესტს. ერთკვირიან ვადას ვიღებთ იმისთვის, რომ სამუშაო პროცესს დავაკვირდეთ და ვნახოთ, როგორ წავა ეს პროცესი. შაბათს იქნება გადამწყვეტი აქცია. ვაანონსებთ ორგანიზებულ და უფრო დიდ აქციას.მთელი ამ კვირის განმავლობაში ჩვენ ვიმუშაოთ. ვნახოთ, როგორ წავა თანამშრომლობის შემოთავაზება, რამდენად კონსტრუქციული და რეალისტური იქნება დაპირებები, რომელიც დღეს მივიღეთ. შემდეგ მოვიქცევით შესაბამისად.
მიდის ანტიპიარი, მიდის გაშავების მცდელობები. მე მინდა ყველას გთხოვოთ, მთელი ეს კვირა ვიმუშათ აქტიურ კამპანიებზე იმისთვის, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ, რისთვის ვიბრძვით, რომ ჩვენ მართლები ვართ და ამ სიმართლეს ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა წიქარიშვილმა.
 

სიახლეები

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ...

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...

იოსელიანმა სააპელაციოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae)...