მთავარისიახლეები"გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, 2025 წელს უკრაინის დახმარება €3 მილიარდით გაზარდოს" -ბერბოკი

“გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, 2025 წელს უკრაინის დახმარება €3 მილიარდით გაზარდოს” -ბერბოკი

Published on

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, 2025 წელს უკრაინის დახმარება 3 მილიარდი ევროთი გაზარდოს. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

“მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის ძირითადი კანონით გათვალისწინებული ინვესტიციების გარდა, ჩვენ საბოლოოდ გამოვყოფთ კიდევ 3 მილიარდ ევროს უკრაინის მხარდასაჭერად 2025 წელს. ეს ნიშნავს, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის 7 მილიარდი ევროს მიწოდებას, როგორც ეს გასულ წელს გააკეთა,” – განაცხადა მან.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამშაბათს, 18 მარტს, გერმანიის კონსტიტუციაში განხორციელდება ცვლილება, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად გაზარდოს ვალის მოცულობა თავდაცვის დასაფინანსებლად და “უკრაინას უფრო მეტ მხარდაჭერას გაუწევს”.

“ეს არის ძლიერი სიგნალი იმისა, რომ გერმანია სერიოზულად ეკიდება საკუთარ უსაფრთხოებას, უკრაინის და ევროპის უსაფრთხოებას… ჩვენი წვლილი ევროპულ მშვიდობაში, რომელსაც ხვალ გერმანიის ბუნდესტაგში ისტორიული გადაწყვეტილებით გამოვაქვეყნებთ, არის ის, რაც აქამდე არასდროს გაკეთებულა, ასეთი მასშტაბით,” – აღნიშნა ბაერბოკმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში საპარლამენტო არჩევნებამდეც განიხილებოდა უკრაინისთვის 3 მილიარდი ევროს გამოყოფის შესაძლებლობა. თუმცა, ამის შემდეგ კანცლერმა ოლაფ შოლცმა ეს საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღო.

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...