მთავარისიახლეებისაზოგადოებაივანიშვილის პარტიის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები ონლაინ-მედიასაც შეეხება

ივანიშვილის პარტიის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები ონლაინ-მედიასაც შეეხება

Published on

ივანიშვილის პარტიის მიერ ინიცირებული მედიის შემზღუდველი კანონი ონლაინ მედიებზეც გავრცელდება – ამის შესახებ ერთპარტიულ პარლამენტში არჩილ გორდულაძემ დღეს დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე განაცხადა.

გორდულაძის თქმით, პირველიდან მეორე მოსმენამდე კანონპროექტს ონლაინმედიის რეგულირების საკითხიც დაემატა.

პირველ მოსმენის დროს გაჟღერებული იქნა, რომ ე.წ. ონლაინმედიებზეც უნდა გავრცელდეს ქცევის ის სტანდარტი, რაც ზოგადად მაუწყებლებისთვისაა გათვალისწინებული, გამომდინარე იქიდან, რომ იხვეწება და ვითარდება ტექნოლოგიები და ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა საშუალებებით ხდება ინფორმაციის გავრცელება, ამ ყველაფერზე საკანონმდებლო ცვლილებებიც უნდა არსებობდეს.

სწორედ ამიტომ, წარმოდგენილ კანონპროექტში განიმარტება, თუ რა არის ინტერნეტ მომსახურება და ინტერნეტმომსახურების ცნების განმარტებისას გამოყენებული იქნება დეფინიცია, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლის მიერ მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე ინტერნეტსაშუალების განკუთვნილ ინტერნეტდომეინის ანდა ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, ასევე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე, მათ შორის, სოციალურ ქსელში, ინფორმაციის განთავსება. ეს იქნება ინტერნეტმედია მომსახურების განმარტება.

ინტერნეტ მედია მომსახურების მიმწოდებლად ჩაითვლება მაუწყებელი ან სხვა პირი, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე განსახორციელებლად ერთპიროვნულად ფლობს ან სხვასთან ერთად იყენებს ინტერნეტდომეინს და ინტერნეტჰოსტინგს. ესაა შინაარსი”- თქვა გორდულაძემ.

მაუწყებლის შესახებ კანონს პირველი მოსმენით ივანიშვილის პარლამენტმა მხარი 4 მარტს დაუჭირა.
„ოცნება“ ირწმუნება, რომ მედიაში მაღალ სტანდარტს აწესებს – კრიტიკული მედიების წარმომადგენლები კი ასაბუთებენ, რომ ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცენზურას აკანონებს.

კანონპროექტის თანახმად, “აიკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულებების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება”.

აიკრძალება მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.

რაც ყველაზე მთავარია, ივანიშვილის გუნდის მიერ მომზადებული კანონმპროექტის მიხედვით, ინტერვიუს ან სატელეფონო საუბრის ჩაწერა წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაუშვებელი იქნება.

სიახლეები

“არ გამოვრიცხავ, მიუახლოვდნენ ჩემი დაკავების ამბავსაც“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

“არ გამოვრიცხავ, მიუახლოვდნენ ჩემი დაკავების ამბავსაც“, - ამის შესახებ განცხადებას ნანუკა ჟორჟოლიანი აკეთებს. ჟურნალისტი,...

ფონდების დაყადაღება პროტესტის დასჯისა და სამოქალაქო ორგანიზაციების დევნის კიდევ ერთი აგრესიული მცდელობაა-SJC

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" სხვადასხვა ფონდებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას ეხმაურება და...

ნანუკა ჟორჟოლიანი: ჩხრეკაზე აპირებენ ჩემთან მოსვლას

ჩხრეკაზე აპირებენ ჩემთან მოსვლას - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ვქსელში წერს. მისი თქმით, ის...

რუსეთმა პირობების წამოყენება უნდა შეწყვიტოს – ზელენსკი

უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის სრულმასშტაბიან ომში - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის...

TOP.GE