მთავარისიახლეებისაზოგადოებასასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს 11-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს 11-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლომ “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ე.წ. ბიტკოინების საქმეზე 11 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში გიორგი ბაჩიაშვილი მოსამართლემ დამნაშავედ გამოაცხადა.

თანხის მითვისების ნაწილში, ბიზნესმენს, რომელმაც ქვეყანა დატოვა, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საბოლოოდ, კანონმდებლობის თანახმად, ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და ბიძინა ივანიშვილის ყოფილ პირად ფინანსისტს თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც აქვს წაყენებული და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილის თქმით, ქვეყნის დასატოვებლად “სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები” გამოიყენა.

სიახლეები

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...