მთავარისიახლეებისაზოგადოება"გვირტყა ცხვირში და მუცელში, ძალიან აგრესიული იყო" - „კრაბ კოფის“ მეპატრონეები

“გვირტყა ცხვირში და მუცელში, ძალიან აგრესიული იყო” – „კრაბ კოფის“ მეპატრონეები

Published on

სასტიკი ანგარიშსწორება სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ – “კრაბ კოფის” ორ დამფუძნებელ გოგოს გვიან ღამით დიღმის მასივში თავს ახალგაზრდა კაცი დაესხა. ერთ-ერთს ცხვირი აქვს გატეხილი და დღეს ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, მეორეს კი ღრძილის მოტეხილობა აღენიშნება.

“კრაბ კოფის” მეპატრონეები, რუსთაველზე, 28 ნომებრიდან ამ დრომდე უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს უფასო ყავით და ჩაით უმასპინძლდებოდნენ. ეს გარემოება კი სასტიკად ნაცემ ქალებს უღრმავებთ ეჭვებს, რომ მათზე თავდასხმა წინასწარ იყო ორგანიზებული.

ნაცემი აქტივისტები ახლა დიღმის სამმართველოში იმყოფებიან და გამომძიებლებს დეტალურად უყვებიან მას~თზე გახორციელებული სასტიკი ანგარიშსწორების შესახებ.

ჩვენს სახლთან მოხდა, ერთი ადამიანი დაგვესხა თავს, დანარჩენები გვიყურებდნენ, მერე ყვირილი რომ დავიწყეთ გაიყვანეს. გინება დაიწყო შორიდან, მივედით, ჯერ ქრისტი მივიდა მივიდა, ახტა და მუცელში ფეხი ჩაარტყა, ძალიან გარესიული იყო. მე რომ მივედი 4-5ჯერ ჩამარტა ცხივრში, ყვირილზე ხალხი მოვიდა, ცხვირი მაქვს გატეხილი, დღეს უნდა ჩამიტარდეს ოპერაცია”, – ამბობს ერთ-ერთი მეპატრონე. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

სიახლეები

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...

სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება

“სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება." - განაცხადა გივი მიქანაძემ. სასკოლო...

თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობაზე მივიდა

თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა - მან ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომაზე...

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა - ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რესპუბლიკის...